დასაკუთრებული (L.T)

By agustchim9395

9.2K 475 94

-მუხლებზე დადექი! -ყვირის და ცისფერი თვალები მთლიანად უშავდება. თავს უარის ნიშნად ვაქნევ, მას კი სახეზე მკვე... More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 6

თავი 5

1.1K 66 12
By agustchim9395

მთელი ერთი კვირა გავიდა, ლუი კი ამ დროის განმავლობაში მზრუნველი იყო და ჩემდა გასაკვირად აღარ მოსულა ჩემთან საკუთარი ინტიმური სურვილების დასაკმაყოფილებლად, რაც ცოტათი მაინც მამშვიდებდა.

მთელი კვირის განმავლობაში ზრუნავდა იმაზე, რომ დალურჯებებზე მალამო წამესვა, შემდეგ კი თავისივე ხელით მიხვევდა ნატკენ ადგილს.

ჩემი თხოვნაც კი გაითვალისწინა იმასთან დაკავშირებით, რომ მოკლე და გამომწვევი კაბები არ მომწონდა და შედარებით კომფორტული ტანსაცმელი მიყიდა.

თუმცა მოვიდა ის დღეც, როცა ეს ტკბილი დღეები მორჩა და მისი სხვა მხარეც დაბრუნდა.

ჩემს კუთვნილ ოთახში ვიჯექი და მისი დამლაგებლის მიერ მოცემულ წიგნს ვკითხულობდი, როდესაც კარი გაიღო და შიგნით ლუიმ შემოაბიჯა სერიოზული სახით და კარადისკენ წავიდა. წიგნს თვალი მოვაშორე და ლუის შევხედე, რომელსაც კარადის კარი გაეღო და შიგნით ტანსაცმელებში იქექებოდა.

გაკვირვებული წამოვდექი ფეხზე და მას მივაშტერდი, რომელმაც კარადის კუთხედან, თეთრი ყუთი აიღო, სწრაფად მოვიდა ჩემთან და საწოლზე დადო, შემდეგ კი ყუთს თავი მოხადა, შიგნიდან ვარდისფერი, სრიალა მოკლე კაბა ამოიღო და მომაწოდა.

-ეს ჩაიცვი, სწრაფად. -მკაცრად თქვა და შემდეგ კი გასასვლელისკენ დაიძრა. -რომ შემოვალ გეცვას! -მომაძახა სანამ გავიდოდა და მეც გაკვირვებული დამტოვა. რა ხდება?

კაბა წინ გავწიე და დავაკვირდი. მოკლეა და გამომწვევად გამოიყურებდა, თუმცა უნდა ჩავიცვა, რადგან ლუი მკაცრად გამოიყურებოდა და ნამდვილად არ მინდა, რომ გავაბრაზო, ამიტომ სწრაფად მოვიშორე სხეულიდან ნაჭრის კომფორტული შარვალი და გრძელმკლავიანი უბრალო მაისური და კაბა ჩავიცვი, რომელიც ამასთანავე, საკმაოდ ნაზი აღმოჩნდა.

ტანზე დავიხედე, კაბას ხელი დავუსვი და მისი სინაზის გამო გამეღიმა, რადგან საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებას მიჩენდა.

სარკისკენ წავედი, ჩემს ანარეკლს დავაკვირდი და ოდნავ ამოვიოხრე. მართლაც ულამაზესი კაბაა და ძალიან მომწონს, თუმცა ამოღებულია და ეს თავს არაკომფორტულად მაგრძნობინებს.

სარკეში, ჩემი ანარეკლის თვალიერებით ვიყავი გართული, როდესაც ვიგრძენი გვერდიდან ხელის შეხება და ადგილზე შევხტი. სასწრაფოდ გავიხედე გვერდით და მაშინვე ლურჯ თვალებს შევეჩეხე.

ლუი დაჟინებით მიყურებდა და ჩემს სხეულს თავიდან ბოლომდე ათვალიერებდა, რაც კიდევ უფრო უხერხულად მაგრძნობინებდა თავს, თუმცა ბოლოს მან მზერა ჩემს სახეზე გააჩერა და გამიღიმა.

-ძალიან ლამაზი ხარ. -თავი გვერდზე გადახარა და ახლა ასე განაგრძო ჩემზე დაკვირვება. -ამ კაბაში შესანიშნავი ხარ, მაგრამ მის გარეშე იდეალური.

მის სიტყვებზე მთლიანად ავხურდი და იმის მცდელობა დავიწყე, რომ მისთვის არ შემეხედა, რადგან თუ ამას გავაკეთებდი, პომიდორივით გავწითლდებოდი.

-ეს ფეხსაცმელი ჩაიცვი. -თქვა და მხოლოდ მაშინ შევნიშნე მაღალ ქუსლიანი ღია ფერის ფეხსაცმელი, რომელიც ლუის ხელში ეჭირა და ჩემსკენ გამოეწოდებინა.

-სად მივდივართ? -გავბედე და მას შევხედე, ის კი კვლავ სახეზე მაკვირდებოდა და მზერას არ მაცილებდა.

-ჩემი თანამშრომლის სახლში, რამდენიმე ადამიანი იქნება, თავიანთ სათამაშოებს გაგვაცნობენ. -სიტყვა „სათამაშო" საშინლან მომხვდა გულზე, თუმცა არაფერი ვთქვი, უბრალოდ ოდნავ დავუქნიე თავი და ფეხსაცმლის ჩასაცმელად იქვე სკამზე ჩამოვჯექი. -იმედი მაქვს დღეს მამიკოსთვის დამჯერი გოგო იქნები. -ლუი ჩემსკენ დაიხარა, როცა ფეხსაცმელი შევიკარი და სკამზე გავსწორიდი. -თუ გინდა, რომ სასჯელი არ მიიღო, დღეს კარგი გოგო უნდა იყო. -სერიოზული ხმით თქვა და სახე პირდაპირ ჩემს წინ გააჩერა. ერთი კვირის შემდეგ ლუიმ კვლავ დაიწყო უწინდებურივით მოქცევა, მე კი ეს არ მინდოდა მომხდარიყო, რადგან თბილი ლუი გაცილებით უკეთესია. -კითხვას რატომ არ პასუხობ მედი, გინდა რომ დაისაჯო? -ცალი წარბი მაღლა აზიდა, მარჯვენა ხელი ნელა დამისვა ფეხზე და კაბის ქვეშ შემიცურა.

-ა...არა მამ..მამიკო... -ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, რაზეც მას ცალყბად ჩაეღიმა, ხელი ამჯერად სახეზე ჩამომისვა და თითებით ნიკაპი დამიჭირა.

-მაშინ მიპასუხე. კარგად მოიქცევი? -სხეული ამიკანკალდა და თავი ნელა დავუქნიე მას, რაზეც უკვე ჩემი საცვლისკენ წაიღო ხელი და მეც მთელს სხეულზე ტაომ დამაყარა. -სიტყვები მინდა მედისონ.

-კა...კარგად მოვიქცევი მ...მამიკო...

მან კვლავ ცალყბად გაიღიმა, ხელი ნელა გამიშვა და უკან დაიხია, შემდეგ რამდენიმე წამი ღიმილიანი გამომეტყველებით მიყურა და კარისკენ გატრიალდა.

-დაბლა დაგელოდები, სწრაფად ჩამოდი. -ოდნავ ჩაიცინა, შემდეგ კი ოთახიდან საბოლოოდ გავიდა, მე კი სკამზე ათრთოლებული და ერთიანად გაფითრებული დამტოვა.

-----------------------------------------------------------------------------------

უსაშინლესი თავია!!!


თან დიდიც არ არის, მაგრამ პატარა მაინც დავდე... შეცდომები არ შეიმჩნიოთ... შევეცდები შემდეგი მალე დავდო და გრძელი იყოს

Continue Reading

You'll Also Like

2.3M 118K 65
↳ ❝ [ INSANITY ] ❞ ━ yandere alastor x fem! reader ┕ 𝐈𝐧 𝐰𝐡𝐢𝐜𝐡, (y/n) dies and for some strange reason, reincarnates as a ...
344K 20.2K 74
Y/N L/N is an enigma. Winner of the Ascension Project, a secret project designed by the JFU to forge the best forwards in the world. Someone who is...
1.2M 48K 53
Being a single dad is difficult. Being a Formula 1 driver is also tricky. Charles Leclerc is living both situations and it's hard, especially since h...
485K 14K 106
"aren't we just terrified?" 9-1-1 and criminal minds crossover 9-1-1 season 2- criminal minds season 4- evan buckley x fem!oc