თავი 4

1.2K 78 10
                                    


ექიმი საშუალო ასაკის ქალი იყო, ღია წაბლისფერი თმით, რომელშიც ოდნავ შეპარვოდა ჭაღარა. მზრუნველად მიღიმოდა და თან ჩემს ჩალურჯებებს ათვალიერებდა. ბოლოს რამდენიმე მალამო და თავის ტკივილის წამალი გამომიწერა, შემდეგ კი მალევე დატოვა სახლი, მე კი კვლავ ლუისთან ერთად დავრჩი დიდ მისაღებ ოთახში.

-ჩემს ოთახში ადი, მალე მეც ამოვალ. -წარბაწევით თქვა ლუიმ, შემდეგ კი მისაღები ოთახიდან გავიდა და რომელიღაც ოთახში შევიდა.

ამოვიხვნეშე და მის სურვილს დავემორჩილე. სავარძლიდან ავდექი და მეორე სართულზე ავედი, შემდეგ კი როგორც ლუიმ თქვა, მის ოთახში შევედი, საწოლზე ჩამოვჯექი და იქაურობის თვალიერება დავიწყე.

ჩემი ძველი, ერთ ოთახიანი სახლისგან სურლიად განსხვავდებოდა ლუის სახლი. აშკარაა ლუი მდიდარია და რასაც მოისურვებს, შეუძლია ყველაფერი ჰქონდეს, მე კი ასე არასდროს მიცხოვრია. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ საჭმლის ფულიც არ მქონია და გამხმარ და ძველ პურს ვჭამდი, ეს ყველაფერი ჩემი ძველი ცხოვრებისგან ძალიან განსხვავებულია, თუმცა მაინც არ მომწონს. უბრალოდ, ძალიან მეშინია.

კარის ხმაზე სწრაფად ხმის მიმართულებით მივიხედე, საიდანაც ლუი შემოვიდა. უემოციო სახე ჰქონდა, ჩემსკენ არ მოუხედავს, სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა აბაზანის კარისკენ და შიგნით შევიდა. თვალები სწრაფად დავახამხამე და კვლავ წინ მივიხედე, რა მოხდა ამ წამს?

აბაზანიდან რაღაც ხმები ისმოდა და მეც გაკვირვებული ვაკვირდებოდი კარს, როცა უეცრად გაიღო და ლუი გამოვიდა, პირდაპირ მე შემომხედა.

-მოდი აქ. -უემოციო ხმით თქვა და მისკენ მიმიხმო.

ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და მისკენ ნელა დავიძარი, როცა მას მივუახლოვდი, ხელი სწრაფად ჩამკიდა და აბაზანაში შემიყვანა. მაშინვე მომხვდა თვალში აბაზანასთან ახლოს მდებარე წყლით გავსებული... ჯაკუზი?

დასაკუთრებული (L.T)Where stories live. Discover now