თავი 5

1.1K 66 12
                                    

მთელი ერთი კვირა გავიდა, ლუი კი ამ დროის განმავლობაში მზრუნველი იყო და ჩემდა გასაკვირად აღარ მოსულა ჩემთან საკუთარი ინტიმური სურვილების დასაკმაყოფილებლად, რაც ცოტათი მაინც მამშვიდებდა.

მთელი კვირის განმავლობაში ზრუნავდა იმაზე, რომ დალურჯებებზე მალამო წამესვა, შემდეგ კი თავისივე ხელით მიხვევდა ნატკენ ადგილს.

ჩემი თხოვნაც კი გაითვალისწინა იმასთან დაკავშირებით, რომ მოკლე და გამომწვევი კაბები არ მომწონდა და შედარებით კომფორტული ტანსაცმელი მიყიდა.

თუმცა მოვიდა ის დღეც, როცა ეს ტკბილი დღეები მორჩა და მისი სხვა მხარეც დაბრუნდა.

ჩემს კუთვნილ ოთახში ვიჯექი და მისი დამლაგებლის მიერ მოცემულ წიგნს ვკითხულობდი, როდესაც კარი გაიღო და შიგნით ლუიმ შემოაბიჯა სერიოზული სახით და კარადისკენ წავიდა. წიგნს თვალი მოვაშორე და ლუის შევხედე, რომელსაც კარადის კარი გაეღო და შიგნით ტანსაცმელებში იქექებოდა.

გაკვირვებული წამოვდექი ფეხზე და მას მივაშტერდი, რომელმაც კარადის კუთხედან, თეთრი ყუთი აიღო, სწრაფად მოვიდა ჩემთან და საწოლზე დადო, შემდეგ კი ყუთს თავი მოხადა, შიგნიდან ვარდისფერი, სრიალა მოკლე კაბა ამოიღო და მომაწოდა.

-ეს ჩაიცვი, სწრაფად. -მკაცრად თქვა და შემდეგ კი გასასვლელისკენ დაიძრა. -რომ შემოვალ გეცვას! -მომაძახა სანამ გავიდოდა და მეც გაკვირვებული დამტოვა. რა ხდება?

კაბა წინ გავწიე და დავაკვირდი. მოკლეა და გამომწვევად გამოიყურებდა, თუმცა უნდა ჩავიცვა, რადგან ლუი მკაცრად გამოიყურებოდა და ნამდვილად არ მინდა, რომ გავაბრაზო, ამიტომ სწრაფად მოვიშორე სხეულიდან ნაჭრის კომფორტული შარვალი და გრძელმკლავიანი უბრალო მაისური და კაბა ჩავიცვი, რომელიც ამასთანავე, საკმაოდ ნაზი აღმოჩნდა.

ტანზე დავიხედე, კაბას ხელი დავუსვი და მისი სინაზის გამო გამეღიმა, რადგან საკმაოდ სასიამოვნო შეგრძნებას მიჩენდა.

დასაკუთრებული (L.T)Where stories live. Discover now