Hopeless./ უიმედო

n1ght1ngale0 द्वारा

53.2K 6.5K 1.4K

- მე თქვენ მიყვარხართ. ვიცი, ეს არასწორია, მაგრამ გულს უფლება მივეცი შემყვარებოდით და მნიშვნელობა არ აქვს ამ... अधिक

1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.
16.
17.
18.
19.
20.
21.
22.
23.
24.
25.
26.
27.
28.
29.
30.
31.
32.
33.
35.
36.
37.
38.
39.
40.
41.
42.
43.
44./ ფინალური თავი
...

34.

958 121 49
n1ght1ngale0 द्वारा

ქუქს დილით თავის ტკივილი აღვიძებს. თვალებს ნელა ახელს და მის გვერდით ცარიელ ადგილს დაჰყურებს. იმის მაგივრად, რომ ახლა თეჰიონის მკლავებში იყოს მოქცეული, მარტო წევს ამ ხმელ საწოლზე, რომელიც იმაზე უფრო ცივია, ვიდრე ოდესმე. ნელა დგება საწოლიდან და სააბაზანოში გადის.  ტირილისგან დასიებულ სახეს ცივი წყლის შეხება ესიამოვნა და კუნთები შედარებით მოუდუნა. მართალია, თავს შეპირდა, რომ თავის თავში ძლიერ ქუქს იპოვიდა, თუმცა არის თვისებები, რასაც ვერ შეცვლი, როგორიცაა გულჩვილობა.  თუმცა გრძნობების გამოხატვა ტკივილს შედარებით ნაკლებ სიმძაფრეს ანიჭებს.  ხელში პირველივე მომხვედრ ტანისამოსს ირგებს და სამზარეულოსკენ მიიწევს. იქ ჩასული გარშემო იყურება და როდესაც იაზრებს, რომ თავისივე მოწყობილი არეულობა, ისევ მისი დასალაგებელია, ხმამაღლა ხვნეშის და იხრება.იატაკზე მიმოყრილ თეფშის ნატეხებს დინჯად  კრეფს და სანაგვე ყუთში აგდებს, სადაც გუშინდელ მოტანილ საუზმეს მოეყარა თავი. მათ შეხედვაზე ქუქს ტანში ცივად გასცრა. მაშინ, როდესაც  თეჰიონი ოჯახთან ერთად თბილ, ახალგაკეთებულ საჭმელს შეექცეოდა, ის ბოლო ხმაზე ტიროდა და  გააფთრებული ყველაფერს ძირს ისვრიდა.  ანუ დღეიდან თეჰიონმა მასთან მაშინ უნდა იაროს, როდესაც თავად გადაწყვეტს. ეს ფაქტი, რაღაც მხრივ ბიჭის უფლებებსაც აკნინებდა. გუშინ მას თეჰიონთან უნდოდა. ეს თავად ბატონმა კიმმაც იცოდა, თუ როგორ მოთმინებით ელოდა  ბიჭი მის გამოჩენას, სანაცვლოდ, კი მიზეზის მოფიქრებაც გაუჭირდა, თანაც თვით დიდებულ ლექტორ თეჰიონს? სასაცილოა.

ბიჭი ყალბად იცინის და ხის კარს ხმაურიანად იჯახუნებს. გუშინ ამ დროს ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე მყოფი, ყველგან სიკეთესა და ბედნიერებას ასხივებდა, ახლა კი უნდა თანაბრად გაკრეჭილი გაზონის თითოეული ღერი ბალახი ამოგლიჯოს.

გაბრაზებული მალევე გრძნობს როგორ ჩერდება მის გასწვრივ მანქანა.

-ქუქ, მოდი ჩაჯექი. მიგიყვანთ უნივერსიტეტამდე.-ჯიმინი ხმამაღლა ყვირის, რომელსაც ჩაწეული მინიდან ქერა თმა გადმოეყო და ამაყად აქნევდა.

-არა, მადლობა.-ამზერით გახედა საჭესთან მჯდომს.

-ფეხით გავივლი.

-მიდი ჩაჯექი, რატომ უნდა იწვალო.

ქუქი თვალებს ატრიალებს და მანქანის უკანა სავარძელზე თავსდება.

-გამარჯობა, ჯანქუქ.-თეჰიონი  ბიჭს  ესალმება და უკანა ხედვის სარკიდან მზერას სტყორცნის.

-გამარჯობა.-ხმაში მაქსიმალურად ცდილობს თავისი გაბრაზება  ჩააქსოვოს, თუმცა ნათქვამი მაინც რბილად გამოსდის. თავს ვერ ერევა.

-ქუქ, რას იტყვი, გამოცდებისთვის ერთად ხომ არ გვემეცადინა, თუნდაც დღეს საღამოს? დიდი ხანია ჩვენთან არ ყოფილხარ, ნუთუ დედაჩემის გამომცხვარი ღვეზელები მაინც  არ მოგენატრა?

-ჯიმინ, გამოცდებისთვის მზადება ადრე ხომ არ არის?-თეჰიონი აშკარა გაღიზიანებით ამბობს. ქუქი ხვდება, რომ ის  ცდილობს დაკარგული საღამოს ანაზღაურებას, ამაში, კი მეცადინეობა ხელს ნამდვილად შეუშლის.

-ხომ ასეა, ჯანქუქ?-სარკიდან კიდევ ერთხელ იხედება და ბიჭს  მუდარითსავსე თვალებით შეჰყურებს.

-ვფიქრობ, კარგი აზრია, ჯიმინ. საღამოს გამოგივლი.-ქუქმა ჩაიცინა და უკვე გაჩერებული მანქანიდან გადავიდა.

-ნახვამდის, ბატონო კიმ და უი..-პირზე ხელს იფარებს.

-თემის დამუშავება ვერ მოვასწარი, გუშინ პაემანი მქონდა.-თვალს უკრავს და ჯიმინთან ერთად, რომელიც უკვე გადასულიყო ,შენობისკენ მიიწევს.

-ნამჯუნი და ჯინისთვისაც ხომ არ გვეთქვა?

-ისინი მაღალკურსელები არიან, თან..-ჯიმინი შესასვლელ კარს აღებს და ბიჭს თავის დაკვრით ანიშნებს ჯერ შენ შედიო.

-თან მინდა რომ მე და შენ ვიყოთ.-მორცხვად ამოილაპარაკ და თავი მოჩვენებითად მოიქავა.

-მშვენიერია. სამუშაოდან პირდაპირ შენთან მოვალ. დროებით.-ქერას უღიმის და საპირისპირო მიმართულებით მიდის დარბაზისკენ, სადაც ლექტორი თეჰიონი უკვე გამოცხადებული იქნება.  ქუქს არ უნდა თამაში, არ უნდა თეჰიონის გამოწვევა, მაშინ როდესაც შეუძლია უბრალოდ აპატიოს და მჭიდროდ მოეხვიოს, მაგრამ ყოველთვის სასოწარკვეთილი ვერ იქნება. მან უნდა იცოდეს, რომ ბიჭს ყურადღება და მოფრთხილება სჭირდება. იმედგაცრუებას ყველაზე მეტად ვერ იტანს, თეჰიონი კი უკანასკნელი ადამიანია, ვისგანაც ამას მოელის. დროა მანაც ისწავლოს თავის დაფასება.

აუდიტორიაში ნელი ნაბიჯებით შედის ისე ,რომ უფროსს ზედ არც კი უყურებს. თვალებით ნაცნობ ბიჭს ეძებს და მის გვერდით ჯდება.

-ჰეი, ბატონო პაკ. შეიძლება აქ დავჯდე?-ღიმილით ეკითხება, რაზეც კულულებიანი ბიჭი მისკენ იხედება და სახე მაშინვე უნათდება.

-კი, რა თქმა უნდა.-ხელით ანიშნებს დაჯექიო, თან ღიმილს ვერ იშორებდა. მთელი ლექციის განმავლობაში ქუქი ცდილობდა თეჰიონისთვის თვალით კონტაქტი არ დაემყარებინა. იცოდა, რომ ერთი ჩახედვაც კი საკმარისი იქნებოდა, რომ მისთვის ყველაფერი ეპატიებინა, მიუხედავად იმისა რომ მის მდგომარეობაში  შედიოდა.
შეიძლება თავადაც ასე მოქცეულიყო, მაგრამ გულში მაინც რაღაც სწყდება. აღარ უნდა მეორე ხარისხოვნად ყოფნა. მასაც უნდა იგრძნოს თავი გამორჩეულად.

-ლექცია დამთავრებულია.

-ქუქ, რამდენჯერმე შეგნიშნე როგორ ჩაიარე ჩემი სახლის წინ და ვიფიქრე დღეს ერთად ხომ არ წავსულიყავით ..

-ბატონო ჯონ, დარჩით ცოტა ხანი თუ შეიძლება. პაკ, თავისუფალი ხართ.-თეჰიონის მკაცრი ხმა პაკს სათქმელს არ ამთავრებინებს.

-მოგვიანებით ვისაუბროთ, პაკ.-ქუქი იღიმის და თეჰიონის მაგიდის წინ დგება.

-ნახვამდის, პაკ.-თეჰიონი წარბს მაღლა ექაჩება. ამ ბიჭს აუცილებლად უსიამოვნებები ელის. მართალია ვერც კი იაზრებს საკუთარ დანაშაულს მაგრამ..  ცხოვრება ხომ.. ცხოვრება ხომ ასეთი სასტიკია. მიეჩვიოს. თეჰიონი მასზე ზრუნავს.

-აბა..- საუბარს ანახლებს, როდესაც დარბაზი ცარიელდება.

-დიახ?

-ესე იგი, დღეს საღამოს ჩვენს სახლში იქნები, არა?

-ასეა.

-გაბრაზებული ხარ?

-არა..-დაუფიქრებელი პასუხი.

-ტყუილი არ გამოგდის.

-თუ სიმართლე იცით, მაშ რატომ მეკითხებით?

-ქუქ, ხომ იცი, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა.-თეჰიონი ბიჭისკენ მიდის და შუბლიდან თმებს უკან უწევს. ბიჭს ამ უმნიშვნელო შეხებაზეც, კი ტანში ჟრუანტელმა დაუარა.  უნდოდა ახლავე მივარდნოდა წინ მდგომს და იქამდე დაეგემოვნებინა მისი ტუჩები, სანამ არ დაიღლებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში პრინციპები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვნება.

-თუ მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი, მე გავალ. მეჩქარება.

-დღეს ყველაფერს გამოვასწორებ.

-საღამოს დაკავებული ვარ..

-ნუ მიწვევ, პატარავ.

-ნახვამდის, ბატონო კიმ.-უხეშად ამბობს და კარს სწრაფად ვარდება.

***

-კარგი რა ჯიმინ, მერამდენჯერ მახსნევინებ.-ქუქი საწოლზე ზურგით გადაწვა და ხმამაღლა ამოიხვნეშა.

-ყოველ ჯერზე სხვანაირად მიხსნი.

-უბრალო ფორმულაა გამოსაყვანი, ეს ყველაზე ადვილი ამოცანაა  მთელს პარაგრაფში.

-ბოლოჯერ.

-დავიღალე.

-გთხოვ.-ჯიმინი ქვედა ტუჩს წინ სწევს და ქუქს ზემოდან აწვება.

-ჰეი, მძიმე ხარ..-ქუქის სიცილის ხმა მთელს ოთახს მოსდებია, ჯიმინი კი აგრძელებდა მის წვალებას და თითებით ნაზად ჩქმეტდა.

-კარგი, კარგი.-სიცილისგან  ხმამაღლა ჩაისუნთქა და ჯიმინს ქერა თმები აუჩეჩა.

-წინა ამოცანას დავუბრუნდეთ. ამოცანის ამოხსნისათვის საჭიროა ვიცოდეთ, როგორ მოქმედებას ახდენს მაგნიტური ველი დენიან გამტარზე და.. ასე რატომ მიყურებ?-მუქ თმიანს ეცინება და ჯიმინს გაჰყურებს, რომელიც იდაყვებს დაყრდნობოდა, სახე კი ბიჭთან მაქსიმალურად მიეახლოებინა.

-ისე, უბრალოდ.-ჩაეღიმა.

-დღეს კარგად გამოიყურები..

-მადლობა.

-ბიჭებო, მგონი დღეს მეცადინეობა გეყოფათ.-კარს ვიღაც სწრაფად აღებს და ბოხი, მამაკაცური ხმით ბიჭებს მიმართავს.

-კარგი რა, მამა. უკვე მერამდენჯერ შემოდიხარ.

-ქუქ, მალე დაბნელდება და კარგი იქნება თუ გვიანობამდე სახლში იქნები, შემიძლია წაგიყვანო.

-მადლობა დახმარებისთვის, მაგრამ ჯიმინსაც შეუძლია ჩემი გაცილება, ხომ ასეა ჯიმინ?-ქერასკენ იხედება, რომელიც სწრაფად და დაუფიქრებლად უქნევს თავს.

-ხელს გვიშლი უკვე, მამა.-ჯიმინი ფეხზე წამოხტა და მშობელს კარი წინ მოუხურა.

-ეს მშობლები.-თვალები დრამატულად გადაატრიალა და ისევ ქუქის გვერდით დაწვა, წიგნების გარემოცვაში. დაახლოებით ნახევარ საათში უკვე დაღლილები უბრალოდ ზურგით იწვნენ და ღია ფრად შეფერილ ჭერს შეჰყურებდნენ.

-ქუქ, მომავალში რა გეგმები გაქვს?

-ზოგადად არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა ტიპს, ვინც წლებით ადრე გეგმავს მთელს თავის ცხოვრებას. რეალისტი ვარ. არავინ იცის რა მოხდება ხვალ, ან თუნდაც აქედან გასულს რა მომივა, მაგრამ ვფიქრობ ჯერ უნივერსიტეტს დავამთავრებ, შემდეგ კი  მინდა ლიტერატურის მასწავლებელი გამოვიდე.

-მე თუ მკითხავ, ფიზიკოსი უნდა გამოხვიდე, მეც კი ლექტორზე უკეთ მიხსნი.-ქერას გაეცინა და თავი ოდნავ წამოწია.

-თუ ასეა, დღეიდან გასამრჯელოს გარეშე აღარაფერს აგიხსნი.-იცინის.

ჯიმინი მკლავს ეყრდნობა და მოცინარ ბიჭს ზემოდან დაჰყურებს.

-გიხდება სიცილი.

-შენ ყველას ამდენ კომპლიმენტს ეუბნები ხოლმე?

-არა. მხოლოდ შენ.

-ჯობია წავიდე.-უხერხულად წამოდგა.

-ჩემი გაცილების გეგმა ისევ ძალაშია?

-რა თქმა უნდა.-ქერას უღიმის და იქვე მიყრილ ფეხსაცმელებს ფეხზე ირგებს. კიბეების გავლით პირველ სართულზე ჩადიან და გზად ქლოის ეჩეხებიან.

-უკვე მიდიხარ, ქუქ?

-დიახ.

-მამა სად არის?

-თქვა რომ მისი მეგობარი, ბიძია ტონგი ცუდად გამხდარა, თეჰიონი კი მის შემცვლელად წავიდა ღამის ცვლაში. რამდენიმე დღით ჩავანაცვლებო.

-მშვენიერია. მე ქუქს გავაცილებ.

ბიჭები ლამპიონით განათებულ ქუჩებში გადიან და აუჩქარებლად  კვეთენ გზებს, ქუქის სახლისკენ. უხერხული დუმილი ორივეს აღიზიანებდა, განსაკუთრებით ჯიმინს. კერ კიდევ საგონებელში ჩავარდნილი ვერ გარკვეულა თავის გრძნობებში. უნდა ქუქისთვის გულის გადაშლა, მაგრამ ეს შეუძლებლად მიაჩნია. პირველ რიგში ბიჭის რეაქცია აბრკოლებს.  ასე ხომ მეგობრადაც ვერ შეინარჩუნებს და სამუდამოდ დაკარგავს. მეორე მხრივ კი ხალხი და ოჯახი. განსხვავებული ორიენტაციის გამო, ყველა შეიძულებს.

-ნახვამდის ჯიმინ.-ქუქი ჯიმინს ეხვევა და ლოყაზე მსუბუქ კოცნას უტოვებს.

-კ..კარგად.-კმაყოფილი სახით ტრიალდება, თუმცა მალევე ბრუნდება და ქუქს ხმამაღლა გასძახის.

-გისმენ ჯიმინ?-უკვე ზღურბლთან მდგომი გამოეპასუხა.

„მომწონხარ..მომწონხარ.."

-აა..არაფერი, ღამემშვიდობის.-ყალბი ღიმილით ტრიალდება და თავის ლაჩარ გულს წარმოსახვითად ულაწუნებს.

ჯანქუქი მაშინვე თავის საძინებელში არბის და ხმაურიანად ეხეთქება ზედ.

გამოდის თეჰიონს ღამითაც ვეღარ შეხვდება. კიდევ ერთხელ დაკარგა..კიდევ ერთხელ. ტირილი უვარდება და სათამაშოს საწოლიდან ისვრის. კარზე კაკუნი აიძულებს ზანტად წამოდგეს . ალბათ ისევ ჯიმინია ან..

पढ़ना जारी रखें

आपको ये भी पसंदे आएँगी

1.8K 133 9
-რას იტყვი ამის აქ გაკეთებაზე ჯონგუქიი~ -მინდიხარ -ოო ვხედავ შენც მოგნატრებივარ პატარავ -საშინლად _________________________________________ ისტორპრია...
NERVEUX WINE Euphoria द्वारा

फैनफिक्शन

154K 22.1K 16
"နွေအရောင်တွေဟာ ဝိုင်လိုပဲ..."
106K 6.3K 44
တကယ်တော့ အချစ်ဆိုတာ စကားလုံးတွေနဲ့ လှပအောင် ပုံဖော်ထားတဲ့ အဆိပ်မီးတောက်လေး တစ်ခုပါဘဲ 🔥
138K 12.7K 13
မင်းက ဘာလို့အဲ့လောက်ငါ့ကို ပြုစားနေတာလဲ ဘေဘီ မိန်းကလေးတွေတောငိ စိတ်မဝင်စားတဲ့ငါက မင်းကို မှ စွဲလန်းနေတာ jeon...