შავი მარგალიტი |J.k| (დასრულე...

Oleh _satisfaction_

8.9K 730 26

ბედისწერა ამოუცნობი რამ არის. ისევე,როგორც სიყვარული,როგორც ქვეცნობიერი... Lebih Banyak

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
41
42
43

40

78 11 2
Oleh _satisfaction_

11:00

მოწყენილი შეჰყურებდა ჩაფიქრებულ სოფოს,ქუჩის მეორე მხარეს მდგომი გუკი.
ღია ფანჯარასთან იჯდა იგი.წიგნს ისე შესცქეროდა,გეგონებოდა მასზე თავიდან ბოლომდე იყო კონცენტრირებული,თუმცა სულაც არა, სინამდვილეში ის ფიქრთა ნამღერს გაჰყოლოდა უდაბურ ტყეში.
გუკი კი უთვალთვალებდა ამ მშვენიერ ხედს,ვითომც არაფერი იყო ამ საქციელში შემაძრწუნებელი.

რაღაც აწუხებდა მას გულის სიღრმეში,თითქოსდა რაღაც ნაცნობს უყირებდა.თითქოსდა,ნოსტალგიაც კი დაატყდებოდა თავს,თუმცა თვითონაც ვერ ხვდებოდა,თუ როგორ შეიძლებოდა ეს ეგრძნო,მისი წაშლილი მოგონებების ფონზე.

"ალბათ ეს ყველა გრძრობა უბრალოდ მოლანდებაა...შეიძლება გონებასაც კი კარგავ.სჯობს წახვიდე გუკ." -გაიფიქრა მან.

სანამ გაბრუნდებოდა,ახლა უკვე ნაცნობი ხმა ჩაესმა.ხმა,რომელსაც არ მოელოდა.

-გუკ...აწ რას აკეთებ?

ეჭვიანი თვალებით უყურებდა მას თაე.
გუკმა არ იცოდა რა ეთვა.ის,რომ სოფოს უთვალთვალებდა,თუ ტყუილი მოეფიქრებინა.

-მე...

-არ გინდა! -გააწყვეტინა დაბალი ტონით თაემ.ხელი ჩასჭიდა და ქუჩა გადააკვეთინა.

-სად მივდივართ? -იკითხა აღელვებულმა.
იცოდა,რომ არაფერი ცუდი არ გაუკეთებია,არც თაეს უთქვამს რაიმე მკაცრად,მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოსდა რაღაც გათვითცნობიერებულად დააშავა.

ქუჩის კუთხეში მყუდრო კაფე იყო.ნელი მუსიკით და სასიამოვნო ხალხით აღსავსე.
სწორედ მან შევიდნენ ისინი.ადგილიც გამონახეს და დასხდნენ.

სანამ თაეს მომლოდინე გუკი გაჩუმებული იჯდა,ისინი თვალის კონტაქტს არ წყვეტდნენ.

-თქვი რაიმე.

კვლავ ვერ მიიღო მან პასუხი.თუნდაც ერთი სიტყვა.როდესაც ყელში ამოუვიდა ამოიხვნეშა და საზურგეს უხეშად მიარტყა ზურგი.

-აჰჰ...-ამოიხვმეშა თაემაც,გაიღიმა და გუკისაკენ გადაიხარა.

-რაღაცას ვგრძნობ,ბუნდოვანს და ქაოსურს.

-რას გულისხმობ?

-თითქოს ვერ ხვდები არა?! -ცინიკურად ჩაეცინა თაეს,თავი გვერდზე გადასწია და კვლავ გაიღიმა.

"მორჩა,ახლა ვეღარ გაიქცევი!" -გაიფიქრა  გუკმა და საზურგეს მოშორდა.

ახლა ლრივენი პირისპირ იყვნენ.ვეღარ გაექცეოდა ამ ყველაფერს გუკი.

-მითხარი გუკ...ნუთუ რასაც ვგრძნობ მართალია?

-მაპატიე თაე...ბოლო რამდენიმე თვეა მგონი ხუთ სიტყვაზე მეტი შენთვის არც კი მითქვამს.არ ვიცი რა მემართება.თავს ისე ვგრძნობ,თითქოსდა თვალწინ ცხოვრების აზრი მიდგას და ვერ ვცნობ,ვერ ვეხები.

-რას აპირებ?

სიჩუმე ჩამოდგა.მხოლოდ მუსიკის ჰანგებში შერეული ჩურჩული ისმოდა მეზობელი მაგიდებიდან.

-ვაპირებ,რომ... -შეჩერდა იგი,დაფიქრდა და სიტყვებს,რომლის წარმოთქმასაც აპირებდა კარგად დაუკვირდა.

-არ დავნებდე!სწორად გაიგე,არ დავნებდები!გავარკვევ რას ვგრძნობ მის მიმართ და ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენ.

გუკი სწრაფად გაეცალა კაფეს,რამდენიმე წუთში კი რკინის კარებთან ამოჰყო თავი.
ის პატარა ზარის ღილაკი ასე საშიში არასოდეს ყოფილა აქამდე.არც მისი ხელები არ აკანკალებულა ასე,როგორც ახლა.

სახელურმა დაწევა დაიწყო,გუკის გული კი უფრო აჩქარდა.სადაცაა ენასაც ჩაყლაპავდა,როდესაც სოფოს მოციმციმე თვალები დაინახა.

-გუკ?ამ დროს რას აკეთებ აქ?

-რაღაც უნდა გითხრა... -ხმა ჩაუწყდა მას.ახლა მხოლოს მისი გულის ძგერის ხმა ესმოდა ექოსავით.სადაცაა ამოვარდებოდა იგი.

მან თვალები დახუჭა,არ უნდოდა სოფოს სახე კიდევ ერთხელ ენახა,სანამ მისი გრძნობების შესახებ ეტყოდა.მუჭები მჭიდროდ შეკრა,ჩაისუნთქა და ნება მისცა საკუთარ თავს,რომ საბოლოოდ ეს გაეკეთებინა.

-მე შენ მიყვარხარ!

ეს იყო რაც საბოლოოდ გაიგონა მან, საბოლოოდ იმ მომენტამდე,როდესაც თვალები გაახილა თუ არა,თაე დაინახა,რომელიც ცხვირწინ მტევნებს უქნევდა.

-სად დაიკარგე გუკ,აქ ხარ?! -ჩაიცინა მან.

"აჰჰ,ისევ ეს უაზრო ფიქრები!" -გაბრაზდა ის,რადგან ეზიზღებოდა,როდესაც ასე ემართებოდა.

-აქ ვარ,აქ ვარ...უბრალოდ უეცრად ჩავფიქრდი. -გაიღიმა მან და წამოდგა.

-გინდა გავიაროთ?დიდი ხანია ჩვენ ორს არ გაგვისეირნია.

-რა თქმა უნდა!

10:33

ერთიანად წაულეკია საღამოს ნიავს, დილით დამდგარი სითბო,თუმცა მაინც ბევრი დარჩა იგი შეყვარებული ადამიანების გულებში.

ბებრი რამ ახსოვს იმ ფილებს,რომლებზეც კიდევ ერთხელ იდგა თვალებმოციმციმე გუკი.

ელოდა ის დანახვას,თუმცა არსად ჩანდა სოფო.

-ალბათ სძინავს...გუკ.

-ისევ შენ... -ჩაილაპარაკა კედელზე მიყრდნობილი გუკმა და თაეს გბერდიდან გახედა.

-მთელი ღამე აქ უნდა იდგე? უმჯობესია სახლში წავიდეთ,ცივა.

-ისე არ ცივა,როგორც ახლა ჩემს გულში თაე.

-მორჩი პოეზიას და წამოდი! -გაეხუმრა თაე,ხელი ჩაავლო გუკს და წინ გაუძღვა.

-მართალი ხარ,მართალი. -წაიმღერასავით  მან,ეტყობოდა,რომ ოდნავ ალკოჰოლს შეებარბაცებინა იგი.

"თუმცა ვერაფერი შემაბარბაცებს ისე,როგორც მისი მუქი ყავისფერი ბროლები"

Lanjutkan Membaca

Kamu Akan Menyukai Ini

9.5K 791 12
-წადი და აბორტი გაიკეთე! -ასე შეგიძლია გაწირო საკუთარი შვილი სიკვდილისთვის? -რა საკუთარი შვილი, ის ჯერ ერთი კვირისაც ძლივს არის! იცოდე.. პრობლემები...
30.2K 2K 59
ჯონგუკი კომპანიის დირექტორია.შენ კი მისი მდივანი და რა მოხდება თუ ერთხელაც დიდ კომპანიაში მარტო დარჩებით?🔞💥
25K 2.3K 15
Надад хэлээч. Хэрвээ би хүсэх л юм бол хэн миний эсрэг зогсож чадна гэж? Гэхдээ.. Түүнтэй учирсан өдрөөс хойш бүх зүйл өөрчлөгдсөн юм..
206K 4.3K 47
"You brush past me in the hallway And you don't think I can see ya, do ya? I've been watchin' you for ages And I spend my time tryin' not to feel it"...