კბილებს ერთმანეთს უჭერდა, ალბათ ცდილობდა ერექცია დაემალა, გაეკონტროლებინა. მმმმ, ანუ მშვენივრად ვაკეთებ საქმეს.

"კიმ თეჰიონ," ვთქვი კიდევ ერთხელ და უკვე უსაშიშრესად ახლოს მივედი მის სახესთან. ტუჩები უკვე თითქმის ერთმანეთს ეხებოდნენ.

ამ დროს კი სწრაფად ავიღე skittles, რომელიც მის 'წევრზე' (ჩაცმულზე, დაფარულზე, რა თქმა უნდა) იდო.

მას მოვშორდი და დავიყვირე. "აჰაა, მოგატყუე. დაგიჭირე!"

ჯერ გამოშტერებული სიფათით მიყურებდა და თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ გამეცინა.

დივნიდან ავდექი და ჩემი ოთახისკენ გავიქეცი. ნუ ვცადე მაინც, თუმცა ჩავფლავდი, რადგან თეჰიონმა ხელი დამიჭირა და მისკენ მიმატრიალა.

"შე პატარა გამწვალებელო." ამოგმინა ბოხი და ხრიწიანი ხმით, რამაც ჟრუანტელი გამოიწვია ჩემს სხეულში. ჯანდაბა, ჯანდაბა.

ნაბიჯი წინ გადმოდგა, რამაც ჩემი ნაბიჯის უკან გადადგმა გამოიწვია. ეს 'მოძრაობა' რამოდენიმეჯერ გავაკეთეთ, სანამ ზურგით რაღაც მაგარს არ დავეტაკე. კედელი.

მან ხელები კედელზე, ჩემი თავის სიმაღლეზე, აქეთ- იქეთ დააწყო და თვალი თვალში გამიყარა.

პირდაპირი მნიშვნელობით თეჰიონს და კედელს შორის ვარ მოქცეული.

"როგორ გაბედე და გამაწვალე?" თქვა ძალიან, მართლა ძალიან, ზედმეტად ბოხი ხმით და კიდევ უფრო დაიწყო მოახლოება. მალე წყვილი ტუჩები ყელზე 'თავს დამესხნენ'.

ჯანდაბა.

ჩემს ბაგეებს ხმადაბლი კვნესა მოსწყდათ, როგორც კი თეჰიონის ტუჩებმა ლავიწის ძვალზე გადაინაცვლეს. ის კანს მწოვდა, რაც ძალიან სასიამოვნო, თუმცა ცუდიც იყო, არც კი ვიცი როგორ აღვწერო.

ოდნავ მომშორდა და ხელი მყისვე ლავიწზე დავიდე. რაღაც ვიგრძენი- ზასოსი.

[ზასოსი ხომ მარკაა როგორ იგრძნო? არ ვიცი არ მაქ ეგეთ რაღაცეებში გამოცდილება, მაგრამ არა მგონია ესე ხელით შეგრძნობა იყოს შესაძლებელი.]

ქრთამი | კიმ თეჰიონი  Where stories live. Discover now