"სიმართლე თუ მოქმედება?" კითხა ნამჯუნმა იუნგის.

"მოქმედება" სწრაფადვე უპასუხა იუნგიმ.

"კარგი... თეჰიონის კალთაში იჯექი თამაშის დასრულებამდე." ნაგლურად გაიღიმა ნამჯუნმა.

თეჰიონმა პირი დააღო გაოცებისგან. "ჰიონ! მე რატომ?"

"რა ჯანდაბაა ნამჯუნ?!" იყვირა იუნგიმ. ნამჯუნმა უბრალოდ გაიღიმა. იუნგისაც სხვა გზა არ ჰქონდა და ჩაუჯდა თეჰიონს კალთაში.

"ჰიონ, მძიმე ხარ." ამოიწუწუნა თეჰიონმა, როგორც კი იუნგის წონა იგრძნო.

"მოკეტე." თქვა იუნგიმ.

"როგორ მინდა თეჰიონის ადგილას მე ვიყო." ჩაიბურტყუნა ჯიმინმა, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა. ეჭვიანობს. დარწმუნებული ვარ, ნამჯუნს თამაშის შემდეგ თეჰიონი, იუნგი და ჯიმინი კარგად ცემს.

იუნგიმ ბოთლი დაატრიალა და მე ამოუვედი.

"რომელი?"

ვყოყმანობდი. არც კი ვიცი რომელი ავირჩიო.

"ამმ... მოქმედება?" ვთქვი ბოლოს.

"იეს! ადგილები გავცვალოთ." თქვა იუნგიმ. ღმერთო ჩემო. ჭკვიანია რა ეს ბიჭი.

თეჰიონის კალთაში უნდა ვიჯდე თამაშის დასრულებამდე?! იუნგი სწრაფად ადგა და ჩემი ადგილისკენ დაიძრა. მეც ამაყენა და თეჰიონისკენ მიბიძგა. დავინახე თეჰიონის ბოროტული ღიმილი. ძალიან მინდა დანა მქონდეს და ის ღიმილი სახიდან ავაძრო.

მასთან ახლოს ვიყავი. ხელი დამავლო და კალთაში ჩამისვა.

"ასე კარგია." თეჰიონმა ყურში ჩამჩურჩულა და ხელები წელზე მომხვია. უკნიდან ჩამეხუტა. ვერ ვუარყობ, მართლა კარგია.

ბოთლი მაჯერად მე დავატრიალე. ჰუნმი ამომივიდა.

"აბა, სიმართლე თუ მოქმედება?"

"სიმართლე." მიპასუხა. ერთი კითხვაა, რაც არ მასვენებს.

"ჰოსოკი თუ ჯონგუკი?" ვკითხე. როგორც, კი კითხვა გაიგონა სახე გაუშტერდა.

"ამას როგორ მიკეთებ, ძუკნავ?" იყვირა. ჰოსოკიც და ჯონგუკიც მას უყურებდა. უეცრად, თეჰიონის ნიკაპი ვიგრძენი მხარზე.

"ჯანდაბა, ჰეჯუ, ძალიან ვცდილობ, რომ თავი ვაკონტროლო." ჩუმად მითხრა თეჰიონმა. მე იდაყვი მუცელში მსუბუქად ჩავარტყი. ამოიკრუსუნა.

"გაჩუმდი." ამოვიბუტბუტე.

"პაკ ჰუნმი,მზად გაქვთ პასუხი?" ვკითხე.

"ჰოსოკი." მიპასუხა. მგონი, ჯონგუკის სახეზე იმედგაცრუებაც კი შევნიშნე.

სიმართლეს თუ ვიტყვი, ჰოსოკსა და ჰუნმის მე ვშიფავ.

"ეგრე რა, გშიფავთ! #ჰომი (ჰო-სოკი და ჰუნ-მი) სამუდამოდ!" ვთქვი და ხელები ჰაერში გავაქნიე. ხსენებული წყვილი ჩუმად იყო და სახეზე ორივე გაწითლდა.

მგონი ეს ორი მალე გახდება წყვილი.

   /_/_/_/_
ჰუნმი რომელთან გირჩევნიათ?
ჰოსოკთან თუ ჯონგუკთან?

   თასუ [♡]

ქრთამი | კიმ თეჰიონი  Where stories live. Discover now