"არც კი იცი რამდენად მაგიჟებ" თქვა კიდევ უფრო ბოხი ხმით. მისი სუნთქვა ტუჩებზე მეცემა.

მგონი ძალიან ჩამოცხა. სახე მეწვის.

"შენი კაშკაშა თვალები, პატარა საყვარელი ცხვირი, სექსუალური და მადისამღძვრელი ტუჩები, ულამაზესი ღიმილი, რბილი ტალღოვანი თმა, წვრილი წელი და პატარა ფიგურა..."

"შენი ყველაფერი მაგიჟებს." თქვა.

გული გამისკდება.

"მომწონხარ, მინ ჰეჯუ."

ამ სიტყვების შემდეგ ყველაფერი გაჩერდა. მხოლოდ თეჰიონს ვხედავდი, სხვა რამეს ვერც კი ვუყურებდი. ჩემს თვალებში მხოლოდ თეჰიონი იყო. მხოლოდ ის.

უკვე ვიცოდი პასუხი. დარწმუნებული ვიყავი პასუხში.

"მეც მომწონხარ, კიმ თეჰიონ."

ჯერ გაოცებულმა შემომხედა, შემდეგ კი ისე საყვარლად გაიღიმა, რომ სიტყვებიც ვერ აღწერს.

"ანუ ამას გულისხმობდა ჰოსოკი 'ყველაფრის მოგვარება'- ში?" ვკითხე.

"ხო. ბიჭებს ვუთხარი, რომ მომწონდი და მას შემდეგ სულ მაწვალებდნენ მაგაზე. ცოტა ხნის წინ ლანჩზე შეამჩნიეს, რომ ერთმანეთს ვაიგნორებდით და ალბათ დაგეგმეს ეს."

"არამზადები. იმას ვერ ვიჯერებ, რომ ჰუნმი მათ დაეხმარა." ჩავიცინე.

"შეწყვიტე."

"რა?" ვკითხე დაბნეულმა.

"ნუ ხარ ეგეთი საყვარელი. გაჩერდი." ამოიწუწუნა. ლოყაზე ვუჩქმიტე. "შენ უფრო საყვარელი ხარ. შენ შეწყვიტე." ვუთხარი.

"შეიძლება გაკოცო?"

სახე გამიწითლდა. თავი დავუქნიე. თეჰიონმა ჩაიღიმა და დაიხარა. სახეები ერთმანეთს გაუთანაბრა და მაკოცა. კოცნა ძალიან რბილი და ნაზი იყო. დარწმუნებული ვარ, მუცელში პეპლები კი არა, მთელი ზოოპარკი მაქვს.

ჟანგბადი გამოგველია და ტუჩები ერთამანეთს დავაშორეთ. თეჰიონმა შუბლი შუბლზე მომადო. ორივე ღრმად ვსუნთავდით.

ქრთამი | კიმ თეჰიონი  Where stories live. Discover now