[♡] 9 [♡]

Começar do início
                                    

[♡][♡][♡]

"ჩვენთან ერთად წამოდი!" დავიწყვირე და ჰუნმის ჩემსა და თეჰიონისკენ ვანიშნე. ის კიდევ აპირებდა ჩემთვის რძის ყიდვას. თეჰიონმა ხელი მსუბუქად გამკრა. შევხედე და პირით, უხმოდ ვკითხე რა უნდოდა. მან უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო.

რა უნდა?

"თუ გინდათ კარგი." ჰუნმიმ ორივეს საყვარლად გაგვიღიმა.

ჰუნმი ჩემსა და თეჰიონს შორის მოვაქციე და ასე დავიწყეთ სიარული.

"თეჰიონ, შოკოლადიან რძეს ჰუნმისაც უყიდი ხო?" საუბარი დავიწყე. თეჰიონი უბრალოდ გაჩერდა. სიარული შეწყვიტა. პირი ჯერ გააღო, მერე დახურა. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა ვერ გაბედა.

"კარგი." თქვა ბოლოს. მაღაზიისკენ წავიდა და ზუსტად ექვი შეფუთვა შოკოლადიანი რძე იყიდა. მე და ჰუნმი სკამეიკაზე ვიჯექით და ველოდებოდით.

"ჰეჯუ, მგონი ახლა შესანიშნავი დროა ჩემს გრძნობებზე ვუთხრა თეჰიონს." მიჩურჩულა ჰუნმიმ. თვალები გამიფართოვდა.

"მართლა? კი, კარგი იქნება. მე ბუჩქების უკან დავიმალები და იქედან ჩუმად მოვისმენ." ჩავიხითხითე.

"მოდის. მოდის." წამოვიყვირე და იმ ბუჩქისკენ გავიქეცი, რომელიც ჩვენთან ახლოს იყო. თეჰიონი სკამეიკას მიუახლოვდა და იკითხა:
"სადაა ჰეჯუ?"

"ჰეჯუ? საპირფარეშოში გავიდა." თავა ჰუნმიმ და თითებით დაიწყო თამაში(ნერვიულობის დროს რომ აკეთებენ ხოლმე ისე). თეჰიონი დაჯდა, თუმცა მათ შორის საკმაოდ დიდი დისტანცია იყო. ჩუმად შევიკურთხე, რადგან თეჰიონს შეეძლო უფრო ახლოს დამჯდარიყო მასთან, თუმცა ეს არ გააკეთა. არადა მოწონს. რა ჯანდაბაა?

[შენიშვნა : თეჰიონს აშკარად არ მოწონს ჰუნმი. ჰუნმიზე საერთოდ არაფერი უთქვამს,მითუმეტეს ჰეჯუსთან. თუმცა, ჰეჯუს გონია, რომ კარგი მეგობარი იქნება, თუ თეჰიონს და გოგონას დაახლოებს.]

ორივე გაჩუმდა. საბოლოოდ, დავინახე როგორ გადაიწია თმა ყურს უკან ჰუნმიმ და ღრმად სუნთქვა დაიწყო.

"თეჰიონ," თქვა გაბედულად და თვალებში შეხედა. ბიჭმა, რომელიც აქამდე ცარიელ სივრცეს უყურებდა, ჰუნმის გახედა.

"გისმენ" უპასუხა და აშკარად ელოდებოდა რას იტყოდა გვერდით მჯდომი.

"მომწონხარ." გოგონას თვალები თეჰიონისაში შეღწევას ცდილობნენ.

იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის.

თეჰიონი შეცბა. პასუხი აშკარად არ ჰქონდა გოგონას აღიარებაზე. ვხედავდი როგორ წრიალებდა მოუსვენრად ჰუნმი. რას ფიქრობს თეჰიონი ამდენს? უკვე წუთებია რაც ჩუმადაა.

თეჰიონმა ღრმად ჩაისუნთქა. როგორც იქნა საუბარი დაიწყო.

"გმადლობ" თქვა.

"მაგრამ, სხვა ვიღაც მომწონს." გააგრძელა. გაოცებისგან პირი დავაღე. მან ჰუნმის ახლახანს გული გაუტეხა. მოვკლავ.

"ამ... მა-მართლა?" ჰუნმიმ ძლივს მოაბა ამის თქმას თავი. სახეზე ყალბი ღიმილი აიკრა. ცდილობდა ძლიერი გამოჩენილიყო. მე ხომ ვიცი, რომ ახლა ის ცრემლებს ებრძოდა.

"ძალიან, ძალიან ვწუხვარ." თქვა თეჰიონმა. ჰუნმიმ ტუჩზე იკბინა, ცდილობდა ცრემლები დაემალა. ამია ყურებას ვეღარ გავუძელი. ბუჩქიდან ამოვძვერი და მათკენ გავიქეცი.

"სახლში წავიდეთ, ჰუნმი."

   /_/_/_/_
  
  მართალია, ჰუნმი და თეჰიონი ერთად არ მინდა, მაგრამ მაინც მეცოდება ეს გოგო.

   #ფიქცია - ში უკვე მესამე ადგილზე ვარ
მადლობა 🎉🎉🎉

   თასუ [♡]

ქრთამი | კიმ თეჰიონი  Onde histórias criam vida. Descubra agora