[♡] 5 [♡]

Começar do início
                                    

თეჰიონს შევუბღვირე.

"გმადლობ ამ შესანიშნავი ლანჩისთვის. თქვენის ნებართვით წავალ, ბატონო კიმ თეჰიონ." ვთქვი. ავდექი და წამოვედი. გზაში ლანგარი თავის ადგილას დავდე და კაფეტერიიდან გავედი.

[♡][♡][♡]

"სამი ცალი შოკოლადიანი რძე მაინც უნდა მიყიდო."

"ვიცი, მახსოვს." თეჰიონმა ამოიოხრა, მე კი ტუჩის კუთხე ავპრიხე.

"ნუ საუბრობთ." მასწავლებელმა, რომელიც თვალყურს გვადევნებდა მაგიდაზე დიდი ხის სახაზავი დაარტყა ჩვენს გასაფრთხილებლად.

მე მხრები ავიჩეჩე და ცარიელ სივრცეს მივაშტერდი. უეცრად, სახეზე რაღაც მომხვდა. ქვემოთ დავიხედე და პატარა ფურცელი დავინახე. ფურცელი გავხსენი და რაც ზედ ეწერა წავიკითხე:

"სახლში მოგყვები."

წარბები შევიჭმუხნე. ჩანთიდან რვეული ამოვიღე და ფურცლის მცირედი ნაწილი მოვხიე.

"რა?" დავწერე ფურცელზე და თეჰიონს გადავუგდე. მასწავლებელმა ვერ დაგვინახა, რადგან ტელეფონში თამაშით იყო დაკავებული და ჩვენთვის არ ეცალა.

მალევე მივიღე საპასუხო ფურცლის ნაგლეჯი:

"რადგან, მშობლებმა მითხრეს, რომ ჩემს ოცნებებს უნდა გავყვე"

პასუხი პირდაპირ მის ფურცელზე დავწერე : "რა სუსტი და უხეირო ფიქ აფ ლაინია (pick-up line) ძმაო." და გადავუგდე.

ამჯერად, ფურცელი კისრის უკანა მხარეს მომხვდა. სწრაფად გავხსენი და წავიკითხე:

"პატარავ, ისე მოგექცევი როგორც დავალებას. მაგიდაზე გადაგაწვენ და მთელი ღამე 'გაგაკეთებ' ;) ".

" რატომ ხარ ასეთი აღგზნებული?" დავწერე ქაღალდზე და გადავუგდე. მალე ქაღალდი კალთაში ჩამივარდა.

"სექსუალური ხარ და მაგიტო."

ეს სიტყვები არ მუშაობს კიმ თეჰიონ. პასუხის მიწერა შემეზარა.

"თავისუფლები ხართ" იყვირა მასწავლებელმა. თეჰიონმა დაუყოვნებლივ დაავლო ჩანთას ხელი და კლასიდან გავიდა. მე კი არ ავჩქარებულვარ.

გამოვედი თუ არა კლასიდან გავიგონე: "სერიოზულად? ბებიაჩემიც კი შენზე სწრაფად დადის" თეჰიონი არსაიდან გამოჩნდა და ჩემს გვერდით დაიწყო სიარული.

"ჩუუ. თანაც ჯერ კიდევ გაქვს ჩემთვის 3 შეკვრა რძე საყიდელი ძმაო"

   /_/_/_/_

   მაგიდასთან თეჰიონი და ხუთი მეგობარი რატო ისხდნენ შემდეგ თავში გაიგებთ.

   თქვენი აზრი მაინტერესებს....
   ვინ არის ის ვინც არაა მათათან ერთად?

   თასუ [♡]

ქრთამი | კიმ თეჰიონი  Onde histórias criam vida. Descubra agora