~Part 13~

623 50 0
                                    


დილით საშინელ მდგომარეობაში იღვიძებ, რადგან მაშინვე იხსენებ შენს გუშინდელ საქციელს, და უბრალოდ გინდება ფანჯრიდან გადახტე, რადგან არ შეიძლება ასე უეცრად ბიჭს ასეთი ფოტო გაუგზავნო, როდესაც თვითონ თხოვე არ გეჩქარათ. თუმცა იმ მომენტში თამაშის ხასიათზე იყავი, გინდოდა თეჰიონი რამე ასეთით გაგეხარებინა, თქვენი მესიჯების დროს მართლა არჩევდი რითი წასულიყავი ხვალ სამსახურში, და რამდენიმე ფოტოს გადაღება მოასწარი და, იქიდან გამომდინარე თუ როგორ გიპასუხა, შენ არაფერი გაგიკეთებია, რაც შეიძლება მას არასწორად ჩაეთვალა. მაგრამ, მაშინ ასე ძალიან რატომ გრცხვენია?

შენ გალერეას ხსნი და მაშინვე გხვდება წელსზევით შიშველი ბიჭის სხეულის ფოტო, რომელიც გუშინ გადმოიწერე, პირს ხელით იფარავ ემოციებისგან ხმადაბლა კვნესი. ბიჭი ყველა კუთხიდან ლამაზია, საიდანაც არ უნდა შეხედო, შენ კი საკუთარი უბრალო სხეულის ფიქრზე ისევ უხერხულად გრძნობ თავს, განსაკუთრებულად ფართო თეძოებზე და მსხვის ბარძაყებზე, თუმცა ცდილობ საკუთარი თვითშეფასება არ დაამდაბლო, რადგან ეს კარგს არაფერს მოგიტანს.

სამსახურში წასვლის სურვილი არ გაქვს, იმ ფაქტის მიუხედავადაც კი, რომ ის გიყვარს და ფიქრობ რომ ნამდვილად შესანიშნავი სამუშაოა, თუმცა ძალა არ გაქვს. თავს სხვა რაღაცეებს ახარჯავ.

ამინდი ცუდი და პირქუშია, გარეთ ქარი ზედმეტად ძლიერად ქრის, ის შეუჩვევლად ცივია წლის ამ დროისთვის, ჰაერი კი ზამთრის შესაფერისი გაყინული, და უეცრად შობა გინდება იყოს, მთელი ეს დღესასწაულის მოახლოვებისგან შექმნილი არეულობა და სიგიჟე. ღიმილი თავისით ჩნდება შენს სახეზე, და სამსახურში უკვე ბევრად მოტივირებული მიემართები, გრძნობ როგორ გემატება ძალა. ბარისტა ისე გხვდება როგორც სჩვევია: არც ისე ემოციურად, მაგრამ არც ძალიან მშრალად, გთხოვს შეამოწმო საცხობში ფუნთუშები და გტოვებს რომ გამოიცვალო, სამუშაო ადგილისკენ მიდის. მენეჯერი დღეს გახსნამდე ერთი საათით ადრე მოვიდა, და აპირებს მთელი დღე,  თავის ოფისში, დოკუმენტებთან გაატაროს. რაც იმას ნიშნავს რომ დღე ბევრად მშვიდად ჩაივლის. შენ დარბიხარ შეკვეთების დამზადებაში მთელი დღე და შენთვის ფუსფუსებ, იქამდე, სანამ მამაცაკის ნაცნობი ხმა არ გესმის.

"Almond cappuccino"Where stories live. Discover now