~Part 2~

748 78 4
                                    



დღეს დილა განსაკუთრებულად ცივია, შემოდგომის შესაფერისი, ასფალტი მუქია წუხანდელი წვიმის გამო, ცა ღრუბლიანი. გაღვიძებიდან ხასიათი ცოტა გაგიფუჭდა, სითბო და მზე გიყვარს, გაზაფხული შენთვის — ნამდვილად რთული წლის დროა, თუმცა არ შეგიძლია არ აღიარო რომ არის მასში რაღაც კარგი. წვიმიან დღეებში გინდება იჯდე კაფეში, საყვარელ ადამიანთან ერთად, ისიამოვნო გემრიელი საჭმლითა და რომანტიული გარემოთი, ფანჯრიდან წვიმის წვეთების ყურებით.

კაფეს შესასვლელში დგახარ სადაც მუშაობ და უკვე რამდენიმე წუთია ათვალიერებ მას გვერდიდან, შესვლა არ გინდა, რადგან გახალისებს იმის ყურება თუ როგორ დარბის მენეჯერი და ბარისტა გახსნამდე. ტუჩები გეხსნება ღიმილში, უკვე ნაბიჯს დგამ რომ შიგნით შეხვიდე თუმცა ჩერდები, როცა სხვის ხელს გრძნობ მხარზე.

— გამარჯობა, — ბიჭი იღიმის ისევე როგორც წინა ჯერზე, ცოტათი უცნაურად, მაგრამ გულწრფელად და ხელს შენი მხრიდან მაშინვე წევს რომ თავი უხერხულად არ იგრძნო. — დღეს შენი სმენაა?

— გამარჯობა — ჩანთას ასწორებ მხარზე და ბიჭისკენ ტრიალდები, მთელი სხეულით ანიშნებ რომ გაუგებრობაში ხარ, — კი, ჩემი სმენაა.

— არ მეგონა თუ პირველივე ჯერზე შევძლებდი შენს სმენაში მოხვედრას, — მისი ღიმილი უფრო ფართო და ნათელი ხდება, ის ბედნიერია, თითქოს ბავშვი, რომელმაც შეძლო, გამოიცნო, თან ამასთან ერთად ქუჩაზეც შეგხვდა. — მე თეჰიონი მქვია, სასიამოვნოა შენი გაცნობა. ძალიან გემრიელი ფუნთუშები გაქვთ.

შენ შოკირებული უყურებ, ცდილობ გადახარშო ყველაფერი რაც თქვა, შემდეგ კი მის უხერხულად გამოწვდილ ხელს ართმევ, თავაზიანად უღიმი. გაშინებს ეს სიტუაცია, ბიჭი ცოტა სტალკერს გავს, თითქოს ის შეპყრობილია, თუმცა გაუგებარია — ფუნთუშებით თუ შენით. იმედი გაქვს რომ ეს უბრალოდ შენი წარმოსახვის ნაწილია, თუმცა მაინც ტვინში ინიშნავ რომ ფრთხილად იყო.

"Almond cappuccino"Where stories live. Discover now