თავი 24 (დასასრული)

Start from the beginning
                                    

„ლონდონში ერთად მივდივართ." გაიმეორა ლუიმ. ჰარიმ თავი დაუქნია და კიდევ ერთხელ აკოცა.

„ხო, პატარავ."

ნორმალურად ვერც კოცნიდნენ ერთმანეთს, რადგან სახეზე უდიდესი ღიმილები ჰქონდათ და ლუი ამაზე ბედნიერი ვერაფრით იქნებოდა.

ჰარიმ ლუის თეძოებში ხელი წაავლო, ლუიმაც ხელები თმაში აუხლართა და ის იყო ჰარის უნდა აეწია, რომ მათ გვერდით ვიღაცამ ჩაახველა.

„აუ. გამარჯობა, მის კოქს." უთხრა ლუიმ, გაწითლდა და ჰარისგან გაიწია.

„უკვე გითხარი, რომ ენი დამიძახო. უბრალოდ სამსახურში მივდივარ. კარგია, რომ გნახეთ. ეგ უნივერსიტეტიდანაა წერილი?"

„კი." უპასუხა ჰარიმ. „მოვეწყვე."

„ღმერთო ჩემო! რა მაგარია! 5-ზე ვამთავრებ და შეგვიძლია აღვნიშნოთ! ნამცხვარს გამოვაცხობ! ნამცხვარს მე თვითონ გამოვაცხობ.!" წამოიყვირა და ხელები ერთმანეთს შემოჰკრა.

„კარგად, დედა." უთხრა ჰარიმ, როცა დედამ ლოყაზე აკოცა. ლუიმ გაიღიმა, ამაზე ჰარი კიდევ უფრო გაწითლდა.

„კარგად, ენ." გაიღიმა ლუიმ. ენიმ ხელი დაუქნია და მანქანაში ჩაჯდა. მანამდე არ დაიძრა, სანამ სახლში არ შევიდნენ.

„რა ხდება შენსა და დედაჩემს შორის?" ჰკითხა ჰარიმ, როგორც კი შიგნით შევიდნენ და კარი დახურეს.

„უბრალოდ ვმეგობრობთ, ჰაროლდ." უპასუხა ლუიმ ხუმრობით და დივანზე დაჯდა.

ჰარიმ თვალები აატრიალა.

„ნაყინი გინდა?"

„ნაყინი გაქვს?" ჰკითხა ლუიმ გაოცებულმა.

„ხო, წინა კვირას პროდუქტების მაღაზიაში ვიყავი."

„მაღაზიაში იყავი? რა უცნაურია შენგან."

ჰარიმ თავი დაუქნია და თვალები აატრიალა, შემდეგ ნაყინის დიდი ყუთი და ორი კოვზი გამოიღო. დივანზე ლუის გვერდით დაჯდა და ერთი კოვზი მიაწოდა.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now