***

ორი დღის შემდეგ, სკოლაში ელეანორთან ხელჩაკიდებული გამოჩნდა, რომელიც სიხარულით დათანხმდა მის ბოდიშებს და დაიჯერა, როცა ლუიმ უთხრა, რომ გონება დაბინდული ჰქონდა მათი დაშორების დღეს. ელეანორმა კი აღიარა, რომ ორი წლის წინ მას ღალატობდა ბიჭთან, რომელსაც სკოლა უკვე დაემთავრებინა.

ლუის ამის საწინააღმდეგოდ ვერაფერს იზამდა. მიიღო ეს ამბავი, რადგან მანაც უღალატა.

ერთი კვირის შემდეგ მის კარზე მამამისმა დააკაკუნა და პატარა ველვეტის ყუთით შემოვიდა, იქ ბრილიანტის ბეჭედი იყო, რომელიც ლუის ელეანორისთვის სკოლის დამთავრების დღეს უნდა გადაეცა, ყველას თანდასწრებით. ლუი ასე საცოდავი არასდროს ყოფილა.

ჰარისთან იმ დღის მერე აღარ ულაპარაკია. ბარბარამ და ლიამმა ყველაფერი იცოდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ სქუადის დანარჩენმა ნაწილმაც ალბათ იცოდა. ლუის უფლება არ ჰქონდა სკოლის გარდა სადმე წასულიყო და ამის გამო ყოველ დღე სახლში მისვლისთანავე ტიროდა.

მშობლებმა საკრედიტო ბარათები, ლამბორჯინი და ტელეფონი წაართვეს, მაგრამ ლუის ეს არ აწუხებდა. ერთადერთი რაც აინტერესებდა ის იყო, რომ როცა იძინებდა, ჰარი მის გვერდით არ იწვა ან დილაობით ჰარი აღარ უგზავნიდა დილა მშვიდობისას ბოლოში ორი 'იქსით'.

ერთხელ კარადაში ტანსაცმელს ეძებდა, რომ სახლში რამე ჩაეცვა, როცა ნაცრისფერ სვიტრს გადააწყდა. ჰარის ნაცრისფერ სვიტრს.

მაშინვე მუხლებზე დაეცა, რადგან ჰარის სუნი ჰქონდა. სახლის სუნი ჰქონდა. იმის შემდეგ ყოველ ღამე ამ სვიტრთან ეძინა. გასარეცხებშიც კი არ დებდა, ეშინოდა, რომ ჰარის სუნი გაუქრებოდა. გული სტკიოდა და ამასთან შეგუების გარდა არაფრის გაკეთება შეეძლო, რადგან იცოდა, რომ ჰარის გარდა თავს კარგად ვერავისთან იგრძნობდა.

რაც უბედურება იყო, რადგან მას ვეღარასდროს ნახავდა. მისი მშობლები ამას აკონტროლებდნენ.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now