თავი 21

751 50 14
                                    

   -შეიძლება შემოვიდე. -ირაკლის ხმა მომესმა როდესაც ვემზადებოდი. სულ სხვანაირი წარმოედგინა საკუთარი ქორწილი, მეგობრებით გადაჭედილი დარბაზი და მოლოდინთ შეპყრობილი ხალხი. მამაჩემი რომელიც საკურთხეველთან მაცილებს და ბედნიერებისგან ატირებული დედაჩემი. მართალია ეს არ ყოფილა ჩემი ოცნება თუმცა ჩემთვის ისიც საკმარისი იყო რომ გვერდით ირაკლი მყავდა.
    -შემოდი. -მორცხვად ვუპასუხე.
    -პრინცესა ხარ. ჩემი პრინცესა.
    26 აპრილი.
   დღეს 26 აპრილია, ხუთშაბათი. რა ხდება? დღეს ექვსი თვე გავიდა ჩემი და ირაკლის ქორწინებიდან. ამსტერდამი. ქალაქის ყველაზე მაღალი შენობის მეჩვიდმეტე სართული. ულამაზესი ხედი, საყვარელი ადამიანი რომელსაც თვალების გახელისთანავე ვხედავ.  განა რა არის ბედნიერება თუ არა ეს? ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო 6 თვე. საუკეთესო წუთები და მოგონებები ადამიანთან ერთად რომელიც ჩემი ღიმილის დასანახად ყველაფერს აკეთებდა. უზომოდ ბედნიერი ვარ თუმცა დღეს არა. შუა ღამით თავის ტკივილის გამო გამეღვიძა ამას კი ძლიერი გულის რევა მოჰყვა. მალევე წავედი აფთიაქში.
    -დილიდან ძლიერი თავის ტკივილი მაწუხებს. შეგიძლიათ ტკივილ გამაყუჩებელი მომცეთ?
   გამიღიმა,შეტრიალდა და რაღაც აბები მომცა. სახლში მისვლისთანავე დავლიე წამალი. რამდენიმე საათი ველოდი გაყუჩებას თუმცა ამაოდ. თავბრუ უფროდა უფრო მეხვეოდა. როდესაც მოსაღამოვდა კვლავ იგივე აფთიაქში შევედი და ვთხოვე რაიმე უფრო ძლიერი და ეფექტური მოეცა.
   -თავის ტკივილის გარდა რაიმე სხვა გაწუხებთ?
   -დიახ. ძლიერი თავბრუს ხვევა.
   -იქნებ ტკივილგამაყუჩებლის ნაცვლად ფეხმძიმობის ტესტი გეცადათ. -გამიღიმა და და მოგრძო ფორმის პატარა ყუთი დამიდო წინ. გაკვირვებულმა შევხედე თუმცა არაფერი მითქვამს. ქეში მივეცი და   გარეთ გამოვედი.
   1 საათის შემდეგ.
   მოიცა როგორ ვუთხრა? პირდაპირ ხომ არ მეთქვა? არა არ არსებობს. ასე პირდაპრ როგორ ვუთხრა. იქნებ უბრალოდ შიგნით შევიდე და მერე უკვე პირი თვითონ მიხვდება რა თქვას. კარს სიხარულით აღსავსე ვაღებ. ჩემს მუცელში პეპლები დაფრინავდნენ. შიგნით შევდივარ და ჩემი ღიმილი, ბედნიერება, სიხარული, აღტაცება, ყველაფერი ქრება. თვალს ვხუჭავ და ვიედოვნებ რომ როდესაც გავახელ სულ სხვა სურათი დამხვდება, თუმცა არა, არაფერი იცვლება. ირაკლი ძირს წევს. არ ინძრევა. ვუახლოვდები, მაჯაზე ხელს ვადებ და ვხვდები რომ მის პულსს ვერ ვგრძნობ. მკერდზე თავს ვადებ და ვერც მის გულის ცემას ვგრძნობ. თავზე ხელს ვირტყამ და ვიმეორებ რომ ეს უბრალოდ ცუდი სიზმარია.
   ვიცი ძალიან პატარა თავია, თუმცა შემდეგს დღესვე დავდებ ❤

და ისევ შენ (დასრულებული)Where stories live. Discover now