თავი 12

830 56 34
                                    

   სახლიდან ირაკლიზე ნერვებ მოშლილი გავედი, კრეტინი, არა რა, ამაზე ხო არ ინდობა.
     -ნეტავ ვინ გააბრაზა ჩემი პატარა. -არსაიდან ჯაბა გამოჩნდა.
     -არავინ.
     -აბა რას ბურტყუნებ.
     -ისე, ჩემთვის.
     -წამო წაგიყვან უნიში.
     -კაი. -მანქანის კარი გამიღო.
     -რა გჭირს, არ ხარ ხასიათზე. გინდა მაგ ირაკლისთან მივიდო და ოდნავ შევალამაზო? სულ ოდნავ.
     -არა, არ გაბედო.
   უნივერსიტეტში მივედი, ირაკლი ვნაზე, გვერდი ისე ჩავუარეთ ერთმანეთს თითქოს უცხოები ვყოფილიყავით. მაშინ ვერ ვიაზრებდი, თუმცა ახლა ვიცი რომ ეს ორი ამაყი ადამიანის გზების გადაკვეთა იყო, რომლებსაც უამრავი კითხვა დაგროვებოდათ l. ბრაზმა მომიცვა, მინდოდა ჩემს წინ მდგარიყო და მთელი ბრაზი მასზე მენთხია. იმდენად განრისხებულო ვიყავი, არც მიფიქრია რამე მეკითხა. ლექციების შემდეგ, სახლში დავბრუნდი. თათას თვალები აცრემლებული ჰქონდა.
     -კარგად ხარ? რა გჭირს?
     -არ გაგიგია?
     -რა?
     -ირაკლის დედა გარდაიცვალა, ახლა დამირეკეს.
   წყენა მომაწვა გულზე, მიუხედავად იმისა რომ კარგად არ ვიცნობდი.
    -და ირაკლი? ახლა რა იქნება?
   წამიერად მის მიმართ ყველანაირი ბრაზი დამავიწყდა. ჩანთა ავიღე და ტაქსი გამოვიძახე. ვერც კი წარმოვიდგენ როგორ სტკივა. კარზე დავაკაკუნე, ირაკლის მამამ გამიღო, თვალებში ცრემლების გუბე ჩასდგომოდა. საშინლად შემეცოდა.
    -ვიზიარებ. -ვუთხარი და მჭიდროდ შემოვეხვიე.
    -ირაკლი სად არის? -ვკითხე თუმცა სანამ პასუხს გამცემდა შევამჩნიე, ჰოლის კუთხეში იჯდა, ხელები დავზე ჰქონდა შემოწყობილი, ძირში იჯდა, აცრემლებული თვალებით ერთ წერტილს მისჩერებოდა. თითქოს ვერაფერს ხედავდა და არაფერი მესმოდა. წამიერად მეც მეტკინა მისი ტკივილი, მივუახლოვდი, და გვერდზე მივუჯექი, არ ვიცოდი რა მეთქვა, რით მენუგეშებინა, ნუთუ შეიძლება მსგავს სიტუაციაში ადამიანი გაამხნევო.
    -ირაკლი. -ვუთხარი, თუმცა თითქოს ვერც გაიგო.
    -როგორ ხარ?
    -შენი აზრით? როგორ ვიქნები?
    -ვიცი რომ გტკივა.
    -არა ქეთათო არ იცი, არ იცი როგორი გრძნობაა როდესაც თვალის დახამხამებაში სამყარო თავზე გენგრევა.
    -არ გინდა გარეთ გავიდეთ? სუფთა ჰაერს გულს გადააყოლებ.
    -შენი აზრით ახლა რამეს გადავაყოლებ გულს?
    -მგონი აქ ქანდაკებასავით ჯდომას სჯობს.
   გული მტკიოდა როდესაც ჩემს თვალწინ შიგნიდან იწვოდა მე კი ვერაფრით ვანუგეშებდი.
   ერთი კვირის შემდეგ.
    -ჯაბა, სად ხარ?
    -მე და თათა სასეირნოდ ვართ გასულები. შენ?
    -სახლში ვარ. კაი მაცა ირაკლი მირეკავს, გადმოგირეკავ მერე.       
   გულის სიღრმეში ირაკლიზე მაინც გაბრაზებული ვიყავი, თუმცა არც ისეთი შეუგნებელი ვარ რომ ასეთ პერიოდში რამე ვკითხო.
    -გისმენ.
    -სადხარ ქეთათო?
    -სახლში, რა იყო?
    -გამოგივლი და ჩამო რა.
    -კაი ჩავიცმევ ეხა.
    -ათ წუთში მანდ ვარ.
   ბოლო ხანებში მე და ირაკლი მეტ დროს ვატარებთ ერთად. შეიძლება ითქვას რომ უფრო დავვახლოვდით. ფიქრი ირაკლის შეტყობინებამ გამაწყვეტინა.
ირაკლი:მოვედი, გელოდები.
  ქვემოთ ჩავირბინე, ირაკლი დამხვდა. რაღაცნაირად სიამოვნებას მანიჭებს მასთან თითოეული შეხვედრა.
     -როგორ ხარ?
     -კარგად, შენ?
     -მეც, მოდი მანქანას აქ დავტოვებ და ცოტა ფეხით გავისეირნოთ.
     -კარგი როგორც გინდა.
     -ხოდა, სხვა რას შვრები, რახდება შენსკენ?
     -რავი არაფერი ისეთი.
     -ბოდიში ქეთათო, დედაჩემის ამბებით ისე გადავერთე, შენც ჩაგითრიე.
     -არა, რასამბობ.
     -აცივდა, ყავას ვიყიდი და მოვალ.
     -კაი, გელოდები.
    __________________
    ყავას ვსვამთ და თან ბათუმის ქუჩებში დავეხეტებით, ვიცინით ვხარხარხარებთ, ირაკლიმ მხარზე ხელი გადმომდო, ამ დროს შესახვევიდან ჯაბა და თათია გამოვიდნენ, ჯაბას დანახვაზე ირაკლის ხელი გადავაწევინე და სპეციალურად დავახველე, მკაცრი სახით გვიახლოვდება, ირაკლის ავხედე. ბრაზი აიკრო სახეზე.
    -ქეთათო, შენს მეგობარ არ გამაცნობ?
    -ჯაბა ეს ირაკლია. ჩემი.. ჩემი მეგობარი.
    -ირაკლი, ეს ჯაბაა, ჩემი ბიძაშვილი.
    -მოიცა რა? -გაოცებული სახით მეკითხება ირაკლი.
    -რა და ეს ჯაბაა, ჩემი ბიძაშვილითქო.
    -ბიძაშვილი?
    -ხო. -უნდა გენახათ როგორ გაუხარდა ირაკლის როდესაც ჯაბას ბიძაშვილი ვუწოდე, ლამის ფრენა დაიწყო.
    -კაი ჯაბა კარგად, მერე
გნახავ. -იმდენად მეჩქარებოდა ირაკლისთვის მისი ასეთი სიხარულის მიზეზი მეკითხა, რაც შემეძლო სწრაფად გავეცალე ჯაბას.
    -ასე ძალიან რატო გაგიხარდა? -გაკვირვებულმა ვკითხე.
    -აგიხსნი, შენთან მოვდიოდი. რაღაც უნდა მეთქვა, ხოდა შენ და შენი ბიძაშვილი დაგინახეთ, ერთმანეთს ეხუტებოდით. რავიცოდი ბიძაშვილი რო იყო, ხოდა გაბრაზებულმა კურსელი დავპატიჟე თქვენ რო წახვედით იმ კაფეში, შედეგი კი ნახე.
    -სერიოზულად მეუბნები?
    -სრულიად.
    -მე კიდე რა არ ვიფიქრე.
    -ისა და... იეჭვიანე? -ეშმაკური ღიმილი აიკრა სახეზე და ზემოდან შემომცქეროდა.
    -მე? ვიეჭვიანე? ნუ სულელობ, შენზე რატომ უნდა ვიეჭვიანო.
    -ისე ლამაზად მტყორცნე ხელი სახეზე რომ მე სხვა რამ ვიფიქრე.
    -და შენ რას იტყვი? ბიჭთან ერთად დამინახე და გაბრაზდი?
    -ხო, გავბრაზდი.
    -ჰმ, რატო?
    -იმიტომ რომ არ მინდა ჩემს გარდა ვინმე ბიჭთან ერთად გხედავდე. გასაგებია?
    -უჰ, კაი ერთი.
    -მაინც ვერ ხვდები ხო?
    -რას?
    -იმას თუ რატომ ვვეჭვიანობ, რატომ, ვბრაზდები როდესაც სხვასთან ერთად გხედავ.
    -რატომ?
    -პასუხი შენს ჯიბეშია. -ჯიბეში ხელს ვიდებ და ქაღალდი ამომაქვს, ვხსნი, დაა...
    „მიყვარხარ
 

და ისევ შენ (დასრულებული)Where stories live. Discover now