თავი 15

808 49 27
                                    

    დილით სიხარულით გავიღვიძე. არ ვიცი ეს რა გრძნობა იყო, თუმცა იგი აშკარად მავსებდა, ბედნიერს მხდიდა. მალევე ირაკლის ზარი შემოვიდა რამაც უფრო ბედნიერი გამხადა.
     -როგორ ხარ პატარავ?
     -პატარავ?
     -ხო, შენ ჩემი პატარა ხარ.
     -პატარა და თან შენი?
     -ხო, პატარა და თან ჩემი, არ მოგწონს ასე რომ გეძახი?
     -არ მომწონს, მიყვარს როდესაც ასე მეძახი, კიდევ გაიმეორე. -ვუთხარი და ჩემთვის მორცხვად ჩავიღიმე.
     -როგორ ხარ ჩემო პატარავ?
     -კარგად, შენ? -მომღიმარი სახით მივუგე.
     -არა არა, ასე არ გამოვა. რაღაც უფრო თბილი გვჭირდება. მაგალითად „კარგად სიცოცხლევ, შენ?“
     -მაშ, კარგად სიცოცხლევ, შენ?
     -ჰო ასე ჯობია. როგორ შეიძლება ადამიანს შენი ხმა ესმოდეს და ცუდად იყოს.
     -ნუ მაწითლებ.
     -ხო გითხარი, მომწონს როდესაც გაწითლებ. ნახევარ საათში გამოგივლი, გავისეირნებთ. ლექცია პირველზე გვაქვს დღეს, მანამდე ბევრ რამეს მოვასწრებთ.
     -აუ ჯერ ცხრაც არაა, ცოტას წავუძინებ და მერე რაა.
     -არა. ადექი ეხა და მოვალ მეც. დაგირეკავ მანდ რო ვიქნები და ჩამოდი.
     -ჰო კაი. -უცებ შხაპი მივიღე და უბრალო ტანსაცმელი ჩავიცვი. მინდოდა ისეთი ვყოფილიყავი მასთან როგორიც ჩვეულებრივ ვარ ხოლმე. მინდოდა უბრალო ქეთათო გაეცნო, მაკიაჟისა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელების გარეშე. მართლაც ნახევარ საათში მოვიდა. დამირეკა თუ არა კიბეებზე ჩავირბინე.
     -როგორ ხარ? -ლოყაზე სათუთად მკოცნის.
     -კარგად, შენ?
     -მეც. კაი წამო ეხა, ჩეჯექი.
     -სად მივდივართ?
     -რო მივალთ გაიგებ.
     -კარგი. -ვერ ვხვდებოდი ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის, თუმცა ირაკლი სწორედ ის ადამიანი გახდა რომელმაც თავი შეყვარებულ ადამიანად მაგრძნობინა.
     -ირაკლი.
     -ხო ცხოვრებავ.
     -და ჩვენ ახლა ვინ ვართ ერთმანეთისათვის?-დაბნეულად ვკითხე.
     -მოდი ეს შეკითხვა აღარ დავსვათ, არ დავარქვათ ჩვენს ურთიერთობას სახელი. უბრალოდ ორი შეყვარებული ადამიანი ვიყოთ. ბევრი სიგიჟე ვაკეთოთ, დავიკიდოთ ყველაფერი და უბრალოდ გვიყვარდეს ერთმანეთ, კარგი?
     -არ შეიცვალო კარგი? მუდამ ასეთი დარჩი.
     -გპირდები რომ ასეთი დავრჩები. გპირდები რომ სულ მეყვარები.
     -ახლაც არ მეტყვი სად მივდივართ? უკვე ოცი წუთია გზაში ვართ.
     -აი ცოტაც და მოვედით.
   რამდენიმე წუთში მანქანა გააჩერა. უცნაური, თუმცა ამავდრლულად განსაკუთრებული ადგილი იყო. ღია ჰორიზონდი. შემოდგომის აყვითლებული ფოთლებით გადაფარული მდელო. გაშიშვლებული ხის ძირში დაფენილი ხალიჩა და კალათა სადაც ჯერ-ჯერობით არ ვიცი რა იმალება.
    -მოგწონს?
    -ხუმრობ? ულამაზესია.როგორ შეიძლება ეს არ მოგეწონოს.
   აღბრთოვანებულმა ვუპასუხე.
    -ქეთათო, მივიდეთ?
    -აჰამ. -კალათის ამოლაგებას შეუდგა. ბოლოს პატარა ყუთი ამოიღო?
    -ეს რაარის?
    -ეს შენთვისაა. -მითხრა და ყუთს თავი ახადა.
    -ულამაზესია.

    -მოგწონს?    -საუკეთესო საჩუქარია ჩემს ცხოვრებაში

Oups ! Cette image n'est pas conforme à nos directives de contenu. Afin de continuer la publication, veuillez la retirer ou télécharger une autre image.

    -მოგწონს?
    -საუკეთესო საჩუქარია ჩემს ცხოვრებაში.
    -მიხარია თუ შენი გაბედნიერება მოვახერხე.
    -მერწმუნე ირაკლი. ეს ბედნიერებაზე  მეტია.-ყელსაბამის
გაკეთება დავიწყე. ვერ მოვაბი თავი და წუწუნი დავიწყე.
    -დაგეხმარო?
    -კარგს იზამ. -მომიახლოვდა, მასთან ერთად გატატებული თითოეული წუთი თავს კიდევ უფრო განსაკუთრებულად მაგრძნობინებდა. თავი დავადე, იქვე ჩაგვეძინა, განა რა ჯობია როდესაც საყვარელი ადამიანის გულის ცემა გესმის.
  ____________
    -ქეთათო, რომელი საათია.
    -თორმეტი ხდება.
    -წავიდეთ თუ არ გინდა რომ უნივერსიტეტში აღარ შეგვიშვან. -მომღიმარი სახით მიყურებს.
    -რა სილამაზეა, ნეტავ სამუდამოდ აქ დავრჩეთ.
    -გპირდები, ისევ დავბრუნდებით.
    -ირაკლი კარგად ხარ?
    -კი, რატო?
    -შენი ცხვირი, სისხლი მოგდის.
   ჯიბიდან სალფეთქი ამოიღო და წმენდა დაიწყო.
    -იკ, დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა ექიმს გაესინჯო?
    -კარგად ვარ. ხომ გითხარი, გადატვირთული გრაფიკის ბრალია, გადაღლილი ვარ.
    -მეც არანაკლებ თუმცა შუა გზაში არ ვითიშები და ცხვირიდან სისხლი არ მსდის ხოლმე.
    -კარგად ვართქო ქეთო. ექიმს გავესინჯე და დასვენება გჭირდებაო მითხრა.
   -ხო და ახლა, სახლში მივდივართ. დღეს არანაირი უნივერსიტეტი, დაწვები, მე წვნიანს მოგიმზადებ. შემდეგ გვერდით მოგიჯდები და ერთად ფილმს ვუყურებთ. კარგი?
    -ხომ გითხარი, შენთან ერთად ყველაფერზე თანახმა ვარ.
    -წავედით, საჭესთან შეძლებ დაჯდომას?
    -კი ქეთო, კარგად ვარ. თან რომც ვკვდებოდე, საჭესთან შენი დაჯდომით უბრალოდ ააჩქარებ ჩემს სიკვდილს.
   -ნუ სულელობ.
   -ქეთო.
   -ხო.
   -მიყვარხარ.
   -მეც.
   

და ისევ შენ (დასრულებული)Où les histoires vivent. Découvrez maintenant