„რა ხდება? რაზე ლაპარაკობდით?" ჰკითხა ბარბარამ.

„ჰარი სკოლაშია დღეს."

„რა? სერიოზულად?"

„ხო და თვალებიც ჩვეულებისამებრ შეშუპებული არ აქვს." უთხრა ზეინმა და სიგარეტი ტუჩებს შორის ჩაიდო.

ლუის გაეღიმა. მოსწონდა იმაზე ფიქრი, რომ გარკვეულწილად თავად იყო მიზეზი იმისა, რომ ჰარიმ გამოსწორება დაიწყო.

„ჩვენ უბრალოდ დასამშვიდობებლად მოვედით და ლონდონში კიდევ მივდივართ?"

„ლონდონში?"

„ხო, ლონდონში წასვლას ვგეგმავთ მარტში."

„მარტში? აბა აპრილიო?"

„კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ მარტში ჯობია."

„და სხვა სკოლის მოსწავლეებიც მოდიან?"

„არა, მაგრამ ესენი ოთახებს აიღებენ ჩვენ სასტუმროში."

„ამ...ჰარიც მოდის?"

„თქვა, რომ ვერ გადაიხდის ოთახის ფასს."

„მე გადავიხდი!" სასწრაფოდ წამოიძახა ლუიმ.

ზეინს ჩაეღიმა. „ვეტყვი."

„კარგი, ჯობია წავიდეთ." თქვა ბარბარამ, როცა ზარი დაირეკა.

„შეხვედრამდე, პატარავ." უთხრა ნაილმა და აკოცა. შემდეგ ის და ნაილი სკოლაში შევიდნენ.

„რაზე გინდდოა ლაპარაკი?" ჰკითხა ბარბარამ, როცა თავის მანქანებამდე მიდიოდნენ.

„ამ...მგონი, მინდა, რომ ელეანორს დავშორდე."

„რა? როგორ მოხდა?"

„ჰარი მიყვარს."

ისეთი უცნაური იყო ამის ხმამაღლა თქმა.

„მართლა?"

„ხო, გთხოვ არ განმსაჯო. და არავის უთხრა, ნაილსაც კი."

„არ ვეტყვი და რა თქმა უნდა არ განგსჯი. მოულოდნელი იყო უბრალოდ. არ მეგონა, რომ ესე ახლოს იყავით."

„ნუ...ტექნიკურად არ ვართ, მაგრამ უცნაურად შემიყვარდა."

„როგორ აპირებ ელეანორთან დაშორებას?"

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now