ლუი გული ეტკიდა. ისე მოუნდა, რომ ჰარის ჩახუტებოდა და ეთქვა, რომ მისი დაბადებით უზომოდ ბედნიერი იყო.

„იცი, რომ ეს სახლი ხალხითაა სავსე. იმისთვის მოვიდნენ, რომ შენი დაბადების დღე აღნიშნონ." უთხრა ლუიმ. ჰარი თავი გააქნია.

„ისინი აქ უფასო ალკოჰოლისთვის არიან. მხოლოდ მაშინ ინტერესდება ხალხი რამით, როცა იქიდან სარგებელს ხედავენ.

„ასე..."

"დედაჩემი აიღე, მაგალითად. საერთოდ არ ვაინტერესებ, რადგან ჩემგან სარგებელს ვერ ხედავს. მე რომ ვმუშაობდე, ტრაკს დამიკოცნიდა. არავის ადარდებ მხოლოდ შენ."

„მე მადარდებ." უთხრა ლუიმ. ჰარიმ თვალებში ჩახედა.

„შენზე ჯერ კიდევ ვფიქრობ. თავს მაჩვენებ, რომ გადარდებ, რადგან არ გინდა, ხალხს ვუთხრა, რომ გეი ხარ." უთხრა ჰარიმ და სიგარეტი მოწია.

ლუიმ დააიგნორა ეს შენიშვნა.

„ყოველთვის ყველასგან ცუდს რატომ ელი?"

„შენ რატომ არ ელი ყველასგან ცუდს?"

„მიყვარს, როცა ვინმე კარგი მგონია."

„არავინაა ესე უბრალოდ კარგი."

„შენ ხარ."

„როდიდან?" ჰკითხა ჰარიმ სარკასტულად.

„დავინახე, იმ პატარა ბიჭს როგორ მიეცი ფული რამდენიმე დღის წინ."

„იმიტომ, რომ მე ვიცი რა შეგრძნებაა, როცა არაფერი გაქვს. ისინი უფრო მეტს გასცემენ, ვისაც ბევრი არ აქვთ."

„შენ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ არ გინდა, რომ ხალხმა ეს იფიქროს."

„ფსიქოლოგი უნდა გამოხვიდე."

„და სარკაზმს იმისთვის იყენებ, რომ შენი გრძნობები დამალო." დაამატა ლუიმ.

ჰარი ადგა, რომ სიგარეტი ტბაში ესროლა.

„ჩემი გრძნობების კონტროლი ვისწავლე." უთხრა ჰარიმ.

„სისულელეა."

„რადგან თუ მათ გამოხატავ, საბოლოოდ შენ რჩები ნაწყენი."

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now