„თაიმს სქუეარზე."

ჰარიმ დაისრუტუნა. „მოიცა, რა? კერძო მოგზაურობა?"

„ხო, დაახლოებით."

„სერიოზულად ამბობ?"

„შეწყვიტე სიცილი!" უთხრა ლუიმ, ჰარიმ თავი გააქნია და საჭმელს მიუბრუნდა.

ლუის შერცხვა, რომ ჰარიმ ყველას თვალწინ დასცინა. თან არ სჯეროდა, რომ ესე ადარდებდა, რას იფიქრებდა ეს ხალხი მასზე.

„მაგრამ მგონი ვიცი რაც უნდა ვქნა." მოულოდნელად პირიდან დასცდა ეს სიტყვები და ეხლა ყველა მას უყურებდა. „თუ ნებას დამრთავენ, ახალ წელს სახლში დავრჩე, ჩემს სახლში იყოს წვეულება."

კარგი, ეს რა იყო?

„სერიოზულად?" ჰკითხა ნაილმა, გახარებულმა.

ლუიმ მხრები აიჩეჩა და თავი დააქნია, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ამის გაკეთების შანსი თითქმის 0 იყო.

„მაგრამ ვერაფერს დაგპირდებით."

„ძალიან მაგარი იქნებოდა, თან შენ ხო უზარმაზარი სახლი გაქვს." გააგრძელა ლაპარაკი ნაილმა სავსე პირით. „და ბოლო ხმაზე ავუწევდით მუსიკას, ისე რომ არავის შევაწუხებდით."

ლუიმ თავი ამაყად იგრძნო. მიხვდა, რომ მეგობრების ახალი ჯგუფი შეიძლებოდა გაეჩინა, რაც ერთდოულად დამაბნეველიც იყო და ამაღელვებელიც.

იმის შემდეგ რაც ლანჩი დაამთავრეს და ფული მაგიდაზე დატოვეს, ნაილმა შესთავაზათ, მათი სკოლის გვერდით მდეპარე პარკში წასულიყვნენ და იქ მოეწიათ.

ლუის უცნაურად ეჩვენებოდა, რომ როცა ერთად იყვნენ, ან სხვამდნენ, ან ეწეოდნენ ან კაიფში იყვნენ. როგორც ასეთი არ აწუხებდა, მაგრამ ასეთი ცვლილება კლასიკური მუსიკის მოსმენიდან ალკოჰოლის სმასა და მოწევაზე გადასვლაზე საკმაოდ მკვეთრი იყო.

არ იცოდა, საერთოდ მოსწონდა ეს ცვლილება თუ არა.

ლუი საქანელაზე იჯდა, დანარჩენები ან თოვლით დაფარულ მიწაზე ისხდნენ ან საქანელების გვერდით მდგომ სკამზე. სანამ მოსაწევს გაამზადებდნენ, პერი მეორე საქანელაზე ჩამოჯდა.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now