ლუიმ მშობლებს უთხრა, რომ ცოტა ხნით ელეანორთან უნდა წასულიყო. ლურჯი ლაკოსტის პოლო მაისური, ლურჯი ჯინსები და ბარბერის ტყავის ქურთუკი ჩაიცვა, ფეხზე კონვერსებზე შეაჩერა არჩევანი.

მოლში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, ჩინურ რესტორანთან. ყველანი იქ იყვნენ და ჯეიდი და პერიც დამატებოდათ. 8-დან 10 კაცამდე ავიდნენ. ლუის ამასთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, რადგან ეს ორი გოგო ძალიან მხიარული და თან ერთმანეთზე შეყვარებული იყო. ელეანორი უნდა მოენაკლისებინა, წესით, მაგრამ ასე არ მოხდა.

„აბა, ახალ წელს რას ვაპირებთ?" იკითხა ნაილმა, იმის მერე, რაც ლანჩი შეუკვეთეს.

ლუი ნაილსა და ლიამს შორის და ჰარის პირდაპირ იჯდა. პირველად უნდა გაესინჯა ჩინური სამზარეულო.

„წვეულება შენს სახლში?" ჰკითხა ზეინმა. ნაილმა მხრები აიჩეჩა.

„თქვენ თუ გაწყობთ..."

„ნაილ, ისედაც ყოველ წელს ამას ვაკეთებთ." უთხრა ჰარიმ და როგორც აღმოჩნდა, არავინ იყო ნაილის სახლში ახალი წლის წვეულების მოწყობის წინააღმდეგი.

ლუი ოჯახთან ერთად, თაიმს სქუეარზე მიდიოდა, რომ ენახა ბურთის ჩამოვარდნა. ძალიან უნდოდა ნაილის სახლში გამართულ წვეულებაზე ყოფილიყო, მაგრამ იცოდა, რომ ვერ ასცდებოდა ამერიკაში წასვლას.

„მოსაწევი წამოვიღო?" იკითხა ჰარიმ ზუსტად მაშინ, როცა მიმტანი ჭიქაში წყალს უსხამდა. გოგომ ისეთი სახით შეხედა, მაგრამ ჰარიმ არც კი შეიმჩნია.

„თუ შეძლებ, წამოიღე. მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ყველა თავისთვის მოიტანს." უპასუხა ნაილმა და კოკა-კოლა მოსვა.

„ლუი, წამოხვალ?" ჰკითხა ბარბარამ, როცა საჭმელი მოიტანეს.

ლუიმ საჭმლიდან ამოიხედა.

„ამმ...არ ვიცი. წესით, ოჯახთან ერთად მივდივარ ხოლმე."

„სად?" ჰკითხა ზეინმა. ლუიმ იცოდა, რომ პასუხის გაგონებისთანავე ჰარი დასცინებდა.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Donde viven las historias. Descúbrelo ahora