მოკლედ მოდით დავიწყოთ.15 წლის ვიყავი პირველი შეყვარებული რომ მყავდა.ის ასევე საბოლოოც იყო.მას ერქვა სანდრო.ოდესმე გსმენიათ ისეთ სიყვარულზე რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა??თუ დაგაინტერესათ.ბოლომდე წაიკითხეთ და შუაში არ გაწყვიტოთ.
თებერვალი იყო.მე და ჩემი მეგობრები პარკში ვიჯექით და სთუმ-ს ვთამაშობდით.ამ დროს პარკში ველოსიპედებით ვიღაც ორი ძალიან სიმპატიური ბიჭი შემოვიდა.ორივეს გრძელი თმა ჰქონდა.ერთს ქერა,მეორეს შავი. დანახვისთანავე მომეწონა ქერა ტიპი.ჩემ მეგობარს კი მეორე მოეწონა.ბიჭებთან მივედი და ვკითხე სახელი .ქერამ- სანდრო მქვიაო,მეორემ კი ლუკაო.სანდრო სულ ჩვენს გარშემო ტრიალებდა.ცოტახანში მოგვიახლოვდა.
-გოგოებო ნუ წვალობთ.პირდაპირ გეტყვით და დამამატეთ ინსტაზე.
-არ ვწვალობთ -უთხრა ნუცამ
-აი ეს არის ჩემი ინსტაგრამი და დამამატეთ.-სანდრომ თავისი გვერდი გვანახა და თან თვალი ჩამიკრა.
როგორც კი სახლში ავედი მაშინვე სანდროს მოძებნა ვცადე ინსტაგრამზე.დავამატე და მალევე მანაც დამამატა.ვიცოდი რომ თუ მე მივწერდი პირველი კარგი არ იქნებოდა მაგრამ მაინც მივწერე.
"HI" მანაც არ დააყოვნა და მომწერა ."HI რას შვები?"."რავი არაფერს ისეთს, ინსტაგრამს ვსქროლავ."ჩვენი მიწერ მოწერა არც ისე ხანგრძლივი იყო.მეორე დღეს კიდევ ვიღაც ორი ბიჭი გავიცანით მე და ნუცამ.ისინიც სანდროს და ლუკას სკოლები აღმოჩნდნენ.ბიჭებმა მოგვატყუეს რომ ლუკა გეი იყო.ნუცას ძალიან გაუკვირდა და ეწყინა.ლუკას დავურეკეთ.სანდრო და ლუკა თავის მეგობრებთან ერთად მოვიდნენ ჩვენ პარკში.მთელი ორი საათი ბიჭებს გარჩევა ჰქონდათ ლუკას თემაზე.მერე დაგვემშვიდობნენ და წავიდნენ.იმის მერე როცა ვწერდი სანდროს ის აღარ მპასუხობდა. ნუცა და ლუკა მეგობრობდნენ სანდრო კი საერთოდ არ მწერდა.მე დავიწყე საშინელი სთორების დადება.სამაგიეროდ ჩემს ყველა სთორის ნახულობდა.ერთ დღესაც ლუკამ მომწერა და ძალიან გამიკვირდა."გამარჯობა ელენე" "პრივეტ"-მივწერე მე."შენთან პარკში შეგიძლია რომ გამოხვიდე ცოტახნით?"-მკითხა მან."კი ჩამოვალ" ფეხზე ჩავიცვი და გარეთ გავედი.პარკში ლუკა და სანდრო იჯდნენ ნუცასთან ერთად.ძალიან მრცხვენოდა მაგრამ მაინც მივედი...
YOU ARE READING
ყველაფრის შემდეგ
Teen Fiction-გაიგე რო მიყვარხარ ვერ დაგკარგავ არშემიძლია. ამჯერად აღარ. -ბოდიში უნდა წავიდე ასე ვერგავაგრძელებთ -რაცარუნდა მოხდეს, მსოფლიოს დასალიერშიც რო მომიწიოს შენი მოძებნა მოვალ და მოგძებნი. -ნუ იწვალებ, უკვე გვიანია აზრი აღარ აქვს. -მიყვარხარ და ყოველთვის...
