თავი 7

Comincia dall'inizio
                                    

გრძელი, ლურჯი წვეულების კაბა ეცვა, რომელიც „ვალენტინო"-დან შეუკვეთა, „ჯიმი ჩუს" ფეხსაცმელები და YSL-ის ხელჩანთა.

  „არაჩვეულებრივად გამოიყურები, საყვარელო."უთხრა მომზადებული ფრაზა, რომლის რეპეტიციაც მანქანაში გაიარა, შემდეგ კორსაჟი დაუმაგრა მაჯაზე, ელეანორმა კი ბუოტონერი. ამის შემდეგ ელეანორის მამამ ფოტოები გადაუღო.

ელეანორმა მათგან ერთ-ერთი ინსტაგრამზე ატვირთა, სანამ მანქანაში ისხდნენ და სასტუმროში მიდიოდნენ. სასტუმროსთან არა ერთი ლიმუზინი, ფერარი და ლამბორჯინი დახვდათ.
მათი სკოლელები წითელ ხალიჩაზე იდგნენ, რომელიც კიბეებიდან იწყებოდა და შიგნითაც იყო. უამრავ დაქირავებულ ფოტოგრაფს შეხვდებოდით, რომლებიც შემოსასვლელიდანვე იწყებდნენ ფოტოების გადაღებას. ლუიმ თავი უცებ კარგად იგრძნო, როცა დაინახა, როგორი შურით უყურებდა ქუჩიდან ხალხი.
პირველი მანქანიდან ლუი გადმოვიდა, ელეანორის კართან მივიდა და მანქანის გასაღები კარისკაცს ჩააბარა.

„ეს მანქანა შენს მთელ ცხოვრებაზე ძვირი ღირს, ამიტომ გირჩევნია მიხედო." გააფრთხილა ლუიმ და კაცმაც თავი დაუქნია.

შემდეგ ელეანორის კარი გააღო და ხელი გაუწოდა.
შესასვლელში ხელჩაკიდებულები შევიდნენ, თვალისმომჭრელი ღიმილით. კართან მდგომმა ქალმა მათი ბილეთები გადაამოწმა და ყალბი ღიმილით შეატარა.
ბარბარა, ნაილი, ლიამი და ჯეიდი (ლიამის ბავშვობის საუკეთესო მეგობარი) მათ უცდიდნენ.

„ტომო!" შესძახა ნაილმა და გადაეხვია. ელეანორმა დაბნეულად შეხედა, მაგრამ ნაილმა ამას ყურადღება არ მიაქცია.

ნაილი უცნაურად გამოიყურებოდა კოსტუმსა და ჩოლკაში.

„სამმაგი ლუქსი გვაქვს, ხო?" იკითხა ლუიმ. ლიამმა თავი დაუქნია და გასაღები გადააწოდა. 412-ე ოთახი.

„ხვალ შუადღემდე შეგვიძლია აქ ყოფნა." გააფრთხილა ბარბარამ, შემდეგ რამდენიმე ფოტო გადაიღეს და მთავარ ოთახში გასასვლელად მოემზადნენ.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora