ადამიანის უიღბლობის დონის დასადგენად, არავითარი ხელსაწყო არ არსებობს.
ჩვენი უიღბლობა ცხოვრების ნებისმიერ მომენტში იჩენს თავს. შესაძლებელია თავი მაშინ შეგვახსენოს არასწორ მეგობარს რომ შევარჩევთ და ის ჩვენს ცხოვრებას ცუდისკენ გადახრის, ან მაშინ ბანანის ქერქზე ფეხი რომ აგვისრიალდება. თუნდაც მაშინ ველოსიპედზე თავს რომ ვერ შევიკავებთ და გადმოვვარდებით.
ადამიანები ასევე უიღბლობად თვლიან არასტანდარტულ ნაკვთებს და ა.შ
თუმცა ზოგიერთის უიღბლობა, იმაზე ბევრად ადრე მჟღავნდება ვიდრე სხვა ადამიანების, ცხოველების, ან ნებისმიერი ცოცხალი თუ უსიცოცხლო არსების.
მაგალითად ნიე-სი.
ნიეს უიღბლობა ჯერ კიდევ მის ჩასახვამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. სწორედ მაშინ დედამისი, ლუსი პირველად რომ შეხვდა ყოვლად უვარგის პიროვნებას: ბროუნს.
მისთვის არ არსებობდა ეთიკა, ზრდილობა და თავშეკავება. მაგრამ რატომღაც ლუსის მაი9ნც შეუყვარდა, პირველივე პაემანზე
რომელზეც ბროუნი სხვათაშორის ნასვამი გამოცხადდა. გაუპატიურების შედეგად ჩაისახა გოგონა. სწორედ ის გახდა მიზეზი გადაწყვეტილების, რომლის მიხედვითაც ლუსის და ბროუნს უნდა ეცხოვრათ ერთად მანამ, სანამ ბავშვი არ დაიბადებოდა. ექიმთან კონსულტაციების შემდეგ, რომელზეც ლუსის მარტოს მოუწია წასვლა ცნობილი გახდა, რომ გოგონა საკმაოდ ჯანმრთელი იყო. სამწუხაროდ
დედის მუცელში მან ორ თვესა და ჩვიდმეტ დღეზე მეტი ვერ იცოცხლა.
გოგონა მთვრალი მამის მიერ ორსული ცოლის ცემას შეეწირა. ლუსის გადაწყვეტილი ჰქონდა მისთვის ეჩივლა.
ასეც მოიქცა თუმცა ქმრის ოჯახიდან მუქარის შემდეგ იძულებული გახდა საჩივარი გამოეტანა. მეტისმეტად ცუდად იმოქმედა ამ შემთხვევამ ლუსიზე, გადაწყვიტა ქმარს სამუდამოდ დაშორებოდა.
თუმცა ათასი უაზრო შიშის გამო რომელიც ორივე მხარის ოჯახს განაჩნდა ხალხის უარყოფით აზრთან მიმართებაში.
2002 წლის 17 ნოემბერს გოგოს კვლავ მოუწია ქმრის სახლში დაბრუნება.
თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მანამდე სანამ მის მუცელში კიდევ ერთი ემბრიონი გაჩნდა.
როდესაც მან ამ ბავშვის შესახებ გაიგო კვლავ შიშმა აიტანა.
ამის და მიუხედავად, მან ქმარს მაინც უთხრა ბავშვზე და სთხოვა ექიმთან ამჯერად მაინც გაჰყოლოდა. ის დათანხმდა, ამჯერად ბროუნს არ უთქვამს არაფერი ბავშვის მეურვეობის თაობაზე.
მეტისმეტად რთული აღმოჩნდა შემდგომი 9 თვე ლუსისთვის, რასაც ბროუნზე ვერ ვიტყვი
ის ყოველდღე სვამდა, სვამდა და კვლავ სვამდა.
რის შედეგადაც 2003 წლის 26 თებერვალს ჯერ კიდევ ბევრად ადრე სანამ ნიე ქვეყნიერებას მოევლინებოდა, ბოუნის სულმა საბოლოოდ დატოვა მისი დაავადებული სხეული.
2003 წლის 14 ივლისს, საკმაოდ სუფთა სამშობიაროში დაიბადა ბიჭი, რომელსაც ლუსიმ კარგა ხნით ადრე შეურჩია სახელი. თუმცა ვერ შეძლო უკვე დაბადებულისთვის ეს დაეძახა.
ამგვარად არც ნიეს ჰქონია შესაძლებლობა დედა ენახა, დედამისი მშობიარობამ შეიწირა.
დაობლებულ ბავშვზე მეურვეობის აღება ლუსის ძმამ და მისმა ცოლმა ისურვეს.
მათ ახალი შეძენილი ჰყავდათ გოგონა, რომელიც სულ რაღაც ერთი დღის გახლდათ, ისევე როგორც ნიე, გოგონას სახელი იყო ლიზა.
მშობლებმა, ნიკოლაიმ და ელისონმა გადაწყვიტეს ნიესთვის თავიანთი გვარი მიეცათ.
ასევე ისიც რომ გაეზარდათ ნიე და ლიზა როგორც ტყუპი და-ძმა.
ლიზას მწვანე დიდი თვალები, პაწია ცხვირი და ჭუჭყიანი ვარდისფერი ტუჩები, მშობლების მსგავსად ღია ფერის კანი ჰქონდა, ნიეს ცისფერი თვალები და ასევე ვარდისფერი ტუჩები,
თავზე თმის ნატამალი არცერთს გააჩნდა.
ეს მხოლოდ რამდენიმე კვირამდე, შემდეგ კი ლიზას წითური, ხოლო ნიეს ქერა თმა გაეზარდა.
16 წლის განმავლობაში, ბავშვები იზრდებოდნენ როგორც ტყუპები, თუმცა, მათ შორის არსებული უცნაური კავშირი არასდროს, არცერთს აძლევდა საშუალებას მოქცეოდნენ ერთმანეთს ისე, როგორც ნებისმიერი სხვა და-ძმა.
💕
