„შენი შეყვარებული არ მოდის?" ჰკითხა ლუიმ.

„ჩემი შეყვარებული არაა და ის...კი, მოდის. აქვეა."

„იმას სწერ ეხლა?"

„ხო, რა იყო?"

„ვისთან ერთადაა?"

„ნაილთან და ჰარისთან. ვიცი, რომ ჰარი არ გინდოდა, მაგრამ თვითონ დაიპატიჟა თავი."

„არაფერია, არაუშავს."

ამ დროს ზარმა დარეკა და ლუიც გასაღებად წავიდა.

ნაილი, ზეინი და ჰარი დახვდნენ. სამივეს ალკოჰოლის ბოთლი ეჭირა.

„ამმ...არავის დაანახოთ ეს ბოთლები. მოდი სამზარეულოში დააწყეთ." უთხრა ლუიმ და 360 გრადუსიანი კუთხით შებრუნდა, რომ სამზარეულოსკენ გაძღოლოდა.

„მთვრალი ხარ?" ჰკითხა ზეინმა და ლუის მხარზე ხელი დაადო.

„არა." უპასუხა ლუიმ და მისი ხელი მოიშორა.

„ლუი, შენი მშობლები სიტყვით გამოსვლას აპირებენ." უთხრა ბარბარამ, როცა სამზარეულოში შევიდნენ. ბიჭებს გაუღიმა და ნაილთან მივიდა.

„ხო...რა თქმა უნდა."

ლუი სასტუმრო ოთახში შევიდა, სადაც მისი მშობლები იყვნენ. უცებ თავი ცუდად იგრძნო.

„ყველანი დაწყნარდით, არ მაქვს საკმარისი დრო."

ოთახი უცებ დამშვიდდა, ლუი კი ელეანორთან მივიდა და გვერდზე დაუდგა. ელეანორმა გაუღიმა და მათი თითები ახლართა ერთმანეთში.

„ამ სადღეგრძელოს ვსვამ ჩემი შვილისა და მისი საყვარელი შეყვარებულის, ელეანორ ქალდერისთვის. ისინი უკვე ერთად ყოფნის 5 წელს ზეიმობენ."

მიმტანი გამოჩნდა, რომ სასმელი ჩამოერიგებინა. ლუის კი გულის რევის შეგრძნება ჰქონდა. მამამისი რაღაცას ბუტბუტებდა. ლუიმ მარცნივ გაიხედა და დაინახა ჰარი, ზეინი და ნაილი, კედელს იყვნენ მიყუდებულები და ჭიქები ეჭირათ.

ალბათ პირველად სვამს შამპანურს.

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა უფროსმა შვილმა ცხოვრების სიყვარული იპოვა და დარწმუნებული ვარ, რომ მათ ბრწყინვალე მომავალი ელით."

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now