Chapter 19

507 54 4
                                    

მე და ენდიმ დრო ვიხელთეთ და სანამ ბიჭები წასულები იყვნენ მაინც სანახევროდ ჩავალაგეთ ჩემოდანი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მე და ენდიმ დრო ვიხელთეთ და სანამ ბიჭები წასულები იყვნენ მაინც სანახევროდ ჩავალაგეთ ჩემოდანი. შემდეგ მოგზაურობაზე დავიწყეთ ლაპარაკი, დავგეგმებთ სად უნდა წავსულიყავით დ ასე შემდეგ.
ბიჭები მალევე უამრავი პროდუქტით ხელში დაბრუნდნენ.
-მე და ენდი ამ ყველაფერს არ მოვამზადებთ, შანსი არაა.
ვთქვი მე უამრავი რაღაცის დანახვის შემდეგ.
-კარგი ამას მე და ზეინი გავაკეთებთ, თქვენ გარეთ დაგველოდეთ, ეზოში.
მე თავი დავუქნიე და ენდისთან ერთად გავედი ეზოში, მალევე ზეინი გამოვიდა და გრილზე ძეხვეულის შეწვა დაიწყო, ნეტავ გენახათ როგორ ტრიალებდნენ ზეინი და ჰარი, ანგელოზებს გავდნენ, მე და ენდი კი ამაყად შევყურებდით მათ.

მალევე მოამზადეს ყველაფერი და ეზოში მაგიდას მივუსხედით, არაჩვეულებრივი ბარბექიუ გამოგვივიდა, ჰარის სახლიდან გიტარა წამოეღო და არაჩვეულებრივად უკრავდა, უეცრად ძალიან მომინდა მეც მცოდნოდა დაკვრა.
-ჰარი გიტარაზე დაკვრას მასწავლი?
სიმღერის დასრულების შემდეგ ვკითხე.
-რა თქმა უნდა, პატარა.
გამიღიმა და შუბლზე მაკოცა, მის ასეთ ჟესტზე ყურებამდე გამეღიმა და ავწითლდი.

ბევრ საკითხზე ვილაპარაკეთ: მოგზაურობის შესახებ, ზეინმა ჩვენი ფილმის შესახებ გვკითხა, ასევე ზეინის კომპანიაზე და უამრავ ზოგად საკითხებზე.
მომწონდა ეს ყველაფერი, ბედნიერი ვიყავი, მაბედნიერებდა ჩემი წარსული, აწმყო და მომავალი, ეს ხომ მართლა ის მომენტია, როდესაც მსოფლიოში ყველაზე ბედნიერა ადამიანად გრძნობ თავს. ვუყურებდი ჰარის, რომელმაც ჩემი ცხოვრება უკუღმა დაატრიალა და ვფიქრობ ეს მეც შევძელი, რადგან ვუყურებდი როგორ გულიანად იცინოდა ზეინის სულელურ ხუმრობებზე და ენდის სულელურ ქცევებზე, ვუყურებდი როგორი სიყვარულით მიყურებდა ყოველს ორ წუთში ერთხელ და მე ამაყი ვიყავი იმით რომ ამ ადამიანის გაბედნიერება შევძელი.

Movie & Reality (H.S) Where stories live. Discover now