Chapter 15

532 53 21
                                    

ფიქრებში გართულმა ვეღარ შევამჩნიე როგორ მოიყვანეს ჰარი და როგორ დავიწყეთ გადაღებები

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ფიქრებში გართულმა ვეღარ შევამჩნიე როგორ მოიყვანეს ჰარი და როგორ დავიწყეთ გადაღებები. გადაღება ერთ-ერთ ქუჩაზე ხდებოდა, სადაც მე და ალექსი ერთმანეთს ვხვდებოდით და ვსაუბრობდით დღის გეგმებზე, ბევრი სცენა გადავიღეთ, დღეს რაღაც მჭირდა, როდესაც ჰარის ვუყურებდი ფიქრებში მივდიოდი და ტექსტი მავიწყდებოდა. თავს ძალა დავატანე, გამახსენდა ჩემს თავთან დაპირება, რომ მის მიმართ გრძნობები არ გამიჩნდებოდა, მაგრამ ახლა ამის გახსენება გვიანი იყო, მის მიმართ უკვე მქონდა გრძნობები. გავიხსენე მეორე დაპირება, რომლის მიხედვითაც, ჰარის მიმართ დამოკიდებულებას ჩემი მომავლის დანგრევის საშუალებას არ მივცემდი და ამ მოტივაციით განვაგრძე მუშაობა. შეხვედრის სცენა გადავიღეთ, ახლა კი კინოში უნდა წავსულიყავით, სადაც მე და ჰარის ფილმისთვის უნდა გვეყურებინა.
-ჩასხედით მანქანებში.
-ნოა, ძალიან გთხოვ შენ გამაყოლე მანქანით.
-კარგი, მაგრამ უნდა ამიხსნა რა ხდება.
-გთხოვ, ნოა უბრალოდ ეს გააკეთე ჩემთვის.
-კარგი, კარგი. ჩაჯექი.
მანქანას ვუახლოვდებოდი, როცა ჰარიმ სიგნალი დაიწყო და თან მე კი არა, წინ, სივრცეს უყურებდა.
ყალბი, სარკაზმული ღიმილი ავიკარი სახეზე და ნოას მანქანაში ისე ჩავჯექი, სახიდან ეს ღიმილი არც გადამსვლია. ჰარიმ მანქანა უცებ შემოატრიალა და კინოთეატრის გზას დაადგა.
მე და ნოა მანქანაში ჩავსხედით, მთელი გზა ჩუმად ყოფნაში გავატარეთ, დარწმუნებული ვარ მას ათასი კითხვა უტრიალებს თავში, მაგრამ არაფერს მეკითხება. ამას ნამდვილად ვაფასებ. კინოთეატრში მივედით. შოკირებული დავრჩი, როდესაც ამდენი ხალხი დავინახე, ისინი კი მხოლოდ ჩვენი ფილმის გადაღებისთბის იყვნენ იქ. წარმოდგენაც არ მქონდა რამდენს მუშაობენ მაკიაჟის არტისტები და დიზაინერები მათი ჩაცმულობისთვის. კინოთეატრში ბევრი სალაპარაკო არ გვქონდა უბრალოდ ფილმია ყურების პროცესი და იქედან გამოსვლის პროცესი გადავიღეთ, როდესაც მე და ალექსი ფილმისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს ერთმანეთს ვუზიარებდით. გადაღებებში ჩავიკარგე, მეგონა რეალურ ცხოვრებაში ვიყავი, იმდენად რეალურად ხდებოდა ყველაფერი, წამით ვისურვე კიდეც, რომ ეს რეალობად დარჩენილიყო.
საკმაოდ ბევრს ვმუშაობდი და დავიღალე, კინოთეატრის გადაღების შემდეგ ნოას მანქანაში მოვთავსდი და კაფეში წავედით. მე და ჰარი პირისპირ ვისხედით, მე ბევრი სალაპარაკო არ მქონდა, ჰარიზე კი ამას ვერ ვიტყოდი, რადგან მისი წარსულის შესახებ უნდა მოეყოლა. გადაღება დაიწყო, ალექსის ვკითხე მისი წარსულიდან რამე მოეყოლა, ის მიყურებდა, განუწყვეტლივ მიყურებდა, მეც ხარბად ვუცქერდი, ველოდი  როდის მეტყოდა თავის სიტყვას, მაგრამ ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა და მიყურებდა, ცოტახანში ადგა, თვალი არ მოუცილებია ისე. ღრმად ჩაისუნთქა,
-არ შემიძლია.
მკაფიოდ, მაგრამ ამავდროულად ჩუმად თქვა და თვალს მოეფარა. რეჟისორი გაოცებული გვიყურებდა და შესვენება გამოაცხადა, იფიქრა, ალბად დაიღალნენო. მე კი მაგიდასთან გაუნძრევლად ვიჯეაი და თავი ხელებში მქონდა ჩარგული. საშინლად ემოციური და დამღლელი დღეა. ცოტახანში ჰარი დაბრუნდა, დამშვიდებული ჩანდა, ორი საათი ვიღებდით კაფის სცენას. ცოტახანში, როდესაც ალექსი ჩემთან გადმოჯდა და მითხრა, რომ ყველაფერი სხვანაირად იყო ჩემამდე მის ცხოვრებაში, რეჟისორმა გადაღება შეაჩერა და ჩვენთან მოვიდა.
-ოღონდ ეს არა, ოღონდ ეს არა. გულში ვფიქრობდი, მაგრამ ამაოდ.
-უნდა აკოცოთ გვრიტებო.
თქვა და უკან გაიქცა. ჰარიმ გამომხედა მე კი დაბლა დავიხედე, თავს შემოვუძახე,
-მე ამას შევძლებ.
ვუმეორებდი თავს, როდესაც ალექსიმ ნიკაპზე ხელი მომკიდა და თვალებში ჩამხედა მომიახლოვდა ძალიან ნაზად და ისე დაეწაფა ჩემს ტუჩებს, თითქოს ეს ბოლო კოცნა იყო ჩემთან.
-გადაღებულია.
აღტაცებით დაიყვირა რეჟისრომა. ეს სიტყვები ჩემს ფსიქიკაზე ნამდვილად მოქმედებს. ჰარის ზედაც აღარ შევხედე ისე გავეცალე მას. ნოას მივუახლოვდი, ახლა ოჯახების სცენა უნდა გადაგვეღო, როგორც უკვე ვახსენე იმ კადრის სადაც მამა არ მირჩევს ასეთ ბიჭთან ურთიერთობის დაჭერას. ნოას მანქანაში ჩავსხედით და ჩემს "სახლში" გადავინაცვლეთ. ჰარი აღარ წამოსულა, ძალიან მომეშვა და მშვიდად განვაგრძე მუშაობა და ნოას შექებაც დავიმსახურე, აქ ტონი უნდა ამეწია მამასთვის და ეს მართლაც კარგად გამომივიდა, ასევე ტექსტი ერხელაც არ შემშლია.
სახლში ტაქსით დავბრუნდი აღარ მინდოდა ნოას წვალება.
სახლში შესვლისთანავე დივანზე დავემხე. ენდის დავურეკე მასთან ლაპარაკი ყველაზე მეტად მჭირდება ახლა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დედას და მამას ეწვია და მონატრებულს უნდოდა ეს დღე მათთან ერთად გაეტარებინა. აბაზანაში შევედი, რომ ამხელა დაღლილობა და ემოციებისგან განვმუხტულიყავი.

ერთი თვე ჩვეულებრივ გავიდა, გადაღებები მოვრჩით. ბოლო დღეები უზომოდ ემოციური, ძნელი და დამღლელი იყო, პრემიერის შემდეგ იქნებოდა, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა. ამ დროის მანძილზე მე და ჰარის ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. მხოლოდ გადაღებების დროს ვაკეთებდით ამას.
აბაზანაში ვიყავი შესული, მოსაღამოვებულიყო, ენდის ველოდებოდი, ჩემთან უნდა მოსულიყო და როგორც იქნა დაველაპარაკებოდი.
შხაპის მიღების შემდეგ გარეთ გამოვედი და გამოსვლისთანავე ჩემი ტელეფონი აინთო, ჰარი იყო. ბევრი ვიფიქრე მეპასუხა თუ არა.
არა მაინც რა ნამუსით მირეკავს?
ვეცადე დავმშვიდებულიყავი და მეპასუხა, რადგან შეიძლებოდა რაღაც ხდებოდა ან რაღაც მიზეზის გამო მირეკავდა. ამ ფიქრებმა შემაშინა და მაშინვე ტელეფონს ვუპასუხე.
-ემა.
ძლივს ამოილუღლუღა ორ წუთიანი სიჩუმის შემდეგ. ის რა მთვრალია?
-ჰარი?
ცივად ვუთხარი.
-ემა, მე შენი ნახვა მინდა.
-ჰარი, ნასვამი ხარ?
-კი, არა, ცოტათი.
თვალები დავხუჭე და ღრმად ამოვისუნთქე.
-სად ხარ?
-იმ ბარში სადაც მე და შენ ბევრი მოგონება გვაქვს, სადაც მე და შენ ბევრი ვიცეკვეთ, დავლიეთ და ერთმანეთს ვაკოცეთ.
თვალზე ცრემლი მომადგა. ამ ადამიანის სიტყვებს ჩემზე უდიდესი ეფექტის მოხდენა შეუძლია.
-კარგი მოვალ.
სველი თმა სწრაფად ავიწიე მაღლა, ჩავიცვი და პირველივე შემხვედრი ტაქსი გავაჩერე. მისამართი სწრაფად ვუთხარი. ბარში შევვარდი, სადაც უამრავი ალკოჰოლით გაჟღენთილი ხალხი დამხვდა, ჰარის ძებნა დავიწყე თვალებით. ის ერთ-ერთ კართან იჯდა, ფეხები გაშლილი ჰქონდა და თავით კედელს ეყრდნობოდა, მისი დანახვისას თვალები გამინათდა, რადგან ის სახსალამათი და ჯამრთელი დამხვდა. მივვარდი ხელი გადავახვევინე და ძლივს-ძლიობით გარეთ გავიყვანე. მას ზედმეტად მძიმე სხეული ჰქონდა, რადგან მთლიანად მოშვებული იყო და მე მეყრდნობოდა. მისი მანქანა ვიპოვე და შიგნით, უკანა სავარძელზე შევაგდე და გვერდით მივუჯექი.
-რამ გაიძულა ჰარი ასე დალევა?
წყალი მივაწოდე და დავალევინე, რომ ცოტა მდგომარეობიდან გამოსულიყო.
ვიცი ახლა ამ კითხვისთვის შესაფერისი დრო არ იყო, მაგრამ ეს ერთადერთი შანსი იყო სიმართლეში გამომეტეხა და ამან იმოქმედა კიდეც.

Movie & Reality (H.S) Where stories live. Discover now