სააგენტოდან გამოსვლის შემდეგ ზეინს ჩემს სახლში გავატანეთ ყველაფერი, რაც ნაყიდი გვქონდა და ჰარის მოლში წაყვანა ვთხოვეთ, რადგან ტაქსით სიარული მართლა საშინელება იყო.
-ჰარი, შენ და ზეინმა როდის უნდა იყიდოთ საჭირო ნივთები?
მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ ვკითხე
-ტანსაცმელი მაქვს, რომ ჩავიცვა და ჰიგიენის ნივთები სასტუმროშიც იქნება.
-ღმერთო ჩემო, სასტუმროს საპნები და შამპუნები საშინელებაა ჰარი.
ვუთხარი და ცხვირი ავიბზუე.
-მართალია, ერთხელ გამოვიყენე და თმებგაფშეკილი დავდიოდი ერთი დღე.
მითხრა ენდიმ სიცილით. სიცილში მეც ავყევი.

მოლში შესვლის შემდეგ მაშინვე საცურაო კოსტუმების სექციას დავადექით მე, ენდი და ჰარი. ჰარი მხრებჩამოშვებული დაგვყვებოდა მთელი ის დრო და სადაც კი დასაჯდომს იპოვნიდა ყველგან ჯდებოდა. მე და ენდიმ სამი წყვილი საცურაო კოსტუმი ვიყიდეთ, შემდეგ მზის სათვალეები, მზისგან დამცავი კრემები და შორტები, შემდეგ უამრავი ტანსაცმელი. ჰარის ხელებში აღარ ეტეოდა არაფერი და გვევედრებოდა, რომ წავსულიყავით. ოცი წუთი კიდევ ვიარეთ და როდესაც დავრწმუნდით, რომ არაფერი გვრჩებოდა საყიდელი, ჰარი მოლიდან გავათრიეთ და მანქანაში ჩავსხედით.

ჩემი სახლის კარი გაღების შემდეგ დავინახეთ ზეინი, რომელიც ტელევიზორს უყურებდა ჩვენი დანახვის შემდეგ თვალები გაუბრწყინდა, ნუ ჩვენი რა, ენდის. მის ასეთ ჟესტზე გამეღიმა და ენდის გავხედე, რომელსაც იგივე რეაქცია ჰქონდა. როდესაც ზეინმა ჰარი დაინახა, უამრავი პარკით ხელში, სიცილი აუტყდა და მთელი ნახევარი საათი მას მის განადგურებულ სახეს დასცინოდა.

ფრენა ორ დღეში იყო, მე და ენდი კი ისეთები დავრბოდით, თითქოს ეს ორ საათში ყოფილიყოს. დედას დავურეკე და ჩემი მოგზაურობის შესახებ ვუამბე, დამშვიდდა, როდესაც ვუთხარი, რომ ენდისთან და ჰარისთან ერთად მივდიოდი და ძალიან გაუკვირდა ჩემი ეს დაგაწყვეტილება. ცოტა თრაილერზეც მესაუბრა, მითხრა, რომ არაჩვეულებრივი ვიყავი და მას და მამასაც ძალიან მოეწონა ის. შემდეგ მისაღებ ოთახში გავედი და დავინახე ჰარი, ზეინი და ენდი, როგორ მოკალათებულიყვნენ დივანზე და რაღაცას განნიხილავდნენ, იმის გაგებისას თუ რაზე იყო დისკუსია სიცილი ძლივს შევიკავე.
-ძმაო, გეფიცები, ზუსტად ხუთი წყვილი საცურაო კოსტუმი იყიდეს და ამ ყველაფერის ასარჩევად საათ ნახევარი დასჭირდათ.
ისე ყვებოდა თითქოს, რაღაც საშინელებათა ჟანრის ფილმის შინაარს გადმოსცემდა. ზეინიც გაოცებული უსმენდა მას და თავს აქეთ-იქეთ აქნევდა შეშფოთებისგან.
-ხუთი კი არა სამ-სამი საცურაო კოსტუმი ვიყიდეთ.
შეასწორა ენდიმ, თითქოს დანაშაულს შეამცირებსო.
-მითუმეტეს, ენდი, რათ უნდოდა სამი წყვილი საცურაო კოსტუმის შერჩევას საათ ნახევარი.
ღიმილით ვუყურებდი მათ და თავს უბედიერეს ადამიანად გვრძნობდი, ეს იყო ჩემი ბედნიერება, ეს იყო ჩემი სიხარული და ეს იყო ის რისთვისაც ვცოცხლობდი.

ზეინს მობეზრდა შოპინგის განხილვა, ხელები მაღლა ასწია და გაიქნია.
-გეყოთ, გეყოთ. დღეს რაღაც გავაკეთოთ, თორემ ამდენიხანი თქვენი ლოდინით ცოტა არ იყოს მოვიწყინე.
თქვა საწყლად და ბავშვის თვალებით გადმოგვხედა ყველას. დივნის საზურგეზე შემოვჯექი. ზეინს თვალები გაუნათდა, თითქოს რაღაც არაჩვეულებრივი მოიფიქრაო.
-გარეთ გრილი შევნიშნე მოდით ბარბექიუ მოვაწყოთ შენს ეზოში, რას იტყვით?
თავისი იდეით კმაყოფილმა წარმოთქვა.
-არაჩვეულებრივი იდეაა.
დაეთახმა ჰარიც.
-არა, არა. ფრენა ზეგაა მე და ენდიმ კი უნდა ჩავალაგოთ ჩემოდნები.
-გეთანხმები ემა, შანსი არაა ვეღარ მოვასწრებთ.
-მთელი დღე საყიდლებზე დაგყვებოდით და ათასი პარკი ვათრიე, ახლა ჩვენი, ბიჭების დროა, რომლებიც ბევრს არაფერს, მხოლოდ ბარბექიუს და ამ ორ ულამაზესი გოგოს ითხოვენ. ასე, რომ ახლა მე და ზეინი წავალთ და საჭირო პროდუქტებს ვიყიდით.
ამბობდა ჰარი და ზეინს ადგომაში ეხმარებოდა, შემდეგ ლაპარაკი ცოტახნით შეაჩერა დაიხარა და მაკოცა, ზეინი კართან მიიყვანა და ლაპარაკის დამთავრების დროს უცებ მიიხურა კარი, რომ კიდევ რამე საწინააღმდეგო არ გვეთქვა.
მე და ენდიმ ერთმანეთს გავხედეთ და მხრები ავიჩეჩეთ.

Movie & Reality (H.S) Where stories live. Discover now