იუნგი

500 21 2
                                    

ბავშვობიდანვე გქონად იმის სურვილი, რომ ტატუ გაგეკეთებინა, თუმცა არასდროს გყოფნიდა გამბედაობა. ამის და გასაკვირად, ახლა შენ დგახარ ტატუს მაღაზიის წინ, რომელსაც ყოველთვის უვლიდი გვერდს, შიგნით კი არასდროს შესულხარ. ყველაფერი წინა დღით გადაწყვიტე და საკუთარი თავი დაარწმუნე იმაში, რომ უნდა გადაგედგა ნაბიჯი და გაგეკეთებინა ეს, შემდეგ კი აიღე მობილური და ჩაეწერე, ზუსატად ამის გამო დგახარ ახლა და უყურებ შენობას.

მაღაზიის კართან მიხვედი, ერთი წამით შეყოყმანდი, თუმცა შემდეგ გამბედაობა მოიკრიბე, კარი გახსენი და შიგნით შეხვედი. ზარის ხმა გაისმა. შიგნით არავინ იყო, ამიტომაც ირგვლივ მიმოიხედე.

„გამარჯობა, შენ ალბათ შ/ს ხარ." ხმის გაგებისთანავე, უკან მიტრიალდი და ბიჭი დაინახე. საყვარელი ბიჭი.

„დიახ, ჩაწერილი ვარ." თქვი. ჯერ კიდევ ძალიან ღელავდი. სიმპატიური ბიჭი, კი დახლთან მივიდა და რაღაც ფურცლები აიღო, შემდეგ კი დახლის მოშორებით მყოფი კარისკენ წავიდა.

„წამომყევი" ხმადაბლა თქვა, შენ კი მას გაყევი ოთახში. „ჩემი სახელია იუნგი და დღეს ტატუს მე გაგიკეთებ." კვლავ მან თქვა.

„ძალიან სასიამოვნოა." უპასუხე გატეხილი ხმით, რადგან კვლავ ღელავდი.

„ნერვიულობ?" თავდაჯერებული ღიმილით იკითხა და შენც გაიფიქრე, რომ შენი აზრები ამოიკითხა.

„ამმ..." ენა დაგება და თავი ანერვიულებულმა დახარე.

„არ ინერვიულო შ/ს, ყველაფერი კარგად არის." მშვიდი ხმით თქვა. „აბა, უკვე აირჩიე რომელი ტატუს გაკეთება გინდა?"

„კი, ყვავილის ტატუ, გვერდ 63-ზე." უპასუხე.

„კარგი არჩევანია. არ ფიქრობ, რომ დიდია?" იკითხა, რაზეც ჩაცინებით დაუქნიე თავი. „შეგიძლია დაწვე, სანამ შენი ტატუსთვის აღჭურვილობას მოვამზადებ." რბილად გითხრა და სკამზე/საწოლზე მიგითითა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jul 21, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

BTS Imagines - ქართულადWhere stories live. Discover now