როცა შემთხვევით მის VLIVE-ში ერთვები

996 36 2
                                    


ნამჯუნი:

ნამჯუნი იღებდა სოლო ვილაივს თავის სტუდიაში, შენ კი ხედავდი, რომ ჯიმინი გამუდმებით შედიოდა და გამოდიოდა ოთახში, ამიტომ იფიქრე, რომ ჯუნი აღარ იყო დაკავებული და უბრალოდ ოთახში შეხვედი.

-ჰეი ჯუნ, გინდა პიც... ჯანდაბა!

ნელა წახვედი უკან და კარი მოხურე, როცა გააანალიზე, რომ ის ლაივში იყო.

მას შემდეგ, რაც არმიმ გაიგო თქვენ ორის ურთიერთობის შესახებ, ნამჯუნს მოსდიოდა უამრავი ატვირთვები და კომენტარები ამასთან დაკავშირებით.

-ანუ აპირებ ამის შემდეგ პიცა შეუკვეთო? -წარბაწერულმა, ღიმილით გკითხა ნამჯუნმა.

-კი, შენ ასე არ ფიქრობ? პიცა პრობლემების დაძლევის საუკეთესო საშუალებაა... ჰაჰ... -*ნერვიულად იცინი, სინამდვილეში კი ამ საქციელის გამო გინდა თავი მოიკლა*


ჯინი:

ჯინი EatJin-ის ლაივის უკვე ნახევარს იღებდა, შენ კი თამამად მიხვედი მასთან, როცა საჭმელი დაინახე.

როცა ქათმის ნაჭერი აიღე თეფშიდან, მხოლოდ შენი სხეული გამოჩნდა კამერაში.

-რას აკეთებ? -თან მას კითხე.

-ვილაივში ვარ და ვა...

-ოჰ ჯანდაბა, კარგად! -სწრაფად თქვი და სიცილით დატოვე ოთახი.

-მოიცადე, არ გინდა ჩემი შოუს სტუმარი იყო?

-არა გმადლობ, მადლობელი ვარ ქათმისთვის. -გასძახე და მისი სიცილიც მოგესმა.


იუნგი:

იუნგის ჰქონდა სერიოზული ლაივი, სადაც განიხილავდა სიმღერებს, რომლებიც მან დაწერა. შენ კი ფაქტიურად სწრაფად შეიჭერი მასთან სტუდიაში.

-გამოიცანი ვინ..! მე... ჯანდაბა... ლაივში ხარ?

-კი, მაგრამ ახლა გისმენ, ხასიათი შემეცვალა...

BTS Imagines - ქართულადΌπου ζουν οι ιστορίες. Ανακάλυψε τώρα