„რა უცნაურია ბარბარა" თქვა ელეანორმა და ლუიმაც თავი დააქნია, აბსოლიტურად ეთანხმებოდა. როგორ შეეძლო ბარბარას დაეძინა ისეთ ტიპთან, ვისი მაისურიც ათ პაუნდზე მეტი არ ღირდა.

ელეანორმა აბაზანაში ჩაიცვა ტანსაცმელი, რომელიც ლუისთან ჰქონდა დატოვებული (მას საკუთარი უჯრა ჰქონდა ლუის კარადაში) სანამ ორივე საუზმისთვის ქვემოთ ჩავიდოდნენ. მშობლები კიდევ არ მოსულიყვნენ, მხოლოდ ლოტი და ფელისიტი იყვნენ, რომლებიც მთელ მაგიდაზე იყვნენ გაბატონებულები.

ელეანორს გაუღიმეს და თმის ვარცხნილობაზე კომპლიმენტი უთხრეს, რაზეც ლუიმ თვალები აატრიალა. არ ფიქრობდა, რომ ეს რამე მაგარი იყო. შემდეგ იმაზე დაფიქრდა, რის შემდეგ ეჩვენება ელეანორთან დაკავშირებული რაღაცეები გამაღიზიანებლად. ის ხომ ელეანორის ცოლად შერთვას აპირებდა. მშობლებიც იცნობდნენ ერთმანეთს, გეგმავდნენ, რომ ერთ სახლში იცხოვრებდნენ ოქსფორდთან ახლოს, როდესაც სკოლას დაამთავრებდნენ.

დანარჩენი დღე სახლში, ლუის ოთახში გაატარეს, უყურებდნენ საყვარე ფილმებს და შოუებს. სადილად გარეთ გასვლა გადაწყვიტეს, საყვარელ რესტორანში. დაჯავშნა არ სჭირდებოდათ, ლუის მამა მეპატრონეს იცნობდა და ლუისთვის გამონაკლისს ყოველთვის უშვებდა. დაახლოებით 8 საათზე რესტორანთან მიიყვანა მძღოლმა და უთხრა, რომ ორ საათში წასაყვანად მოვიდოდა.

ლუის თავისი ვინაობის გამჟღავნებაც კი არ სჭირდებოდა, მასპინძელმა მაშინვე იცნო, თავაზიანად დაუქნია თავი და რესტორნის საუკეთესო მაგიდამდე მიაცილა. ამ ადგილიდან ქალაქის საუკეთესო ხედი ჩანდა, განსაკუთრებით ლამაზი ღამე იყო.

დღესაც ის შეუკვეთეს, რასაც მიჩვეულები იყვნენ. სადილის გარდა, გადაწყვიტეს საუკეთესო თეთრი ღვინო და წიწაკის სუფლე აეღოთ დესერტისთვის.

ელეანორმა ამის შემდეგ ზამთრის წვეულებაზე ისაუბრა, რომელიც ახლოვდებოდა, ლუი კი მოჩვენებითად უსმენდა, ფანჯრიდან იყურებოდა. როგორ არ ცდილობდა, მაგრამ წინა ღამიდან ფიქრებს ვერაფრით იშორებდა, განსაკუთრებით კი იმ მონეტს, როდესაც ის ოთახში შევიდა და ამ დროს, კედელთან ჰარი ზეინს ჟიმავდა.

პატარავ, სამოთხე შენს თვალებშია |Completed| (Baby Heaven's in your Eyes)Where stories live. Discover now