თავი 14

5.4K 281 98
                                    

კარს ვუყურებ, რეზისაც და ჩანთასაც, მაგრამ ორ წამში დამწვრობის ისეთი ტკივილი მახსენებს თავს, რომ არც ერთი მაინტერესებს და არც მეორე. შეხვეულ ფეხს დავყურებ და არ ვიცი, რა ვქნა. საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოებს ვათვალიერებ, მაგრამ მობილურს ვერ ვპოულობ. ოდნავ მაღლა ვიწევი და ბალიშს ზურგით ვეყრდნობი. იმ წამს კარი იღება და რეზი შემოდის.

- რა მოხდა? - ისე მეკითხება, თითქოს მის ზრუნვას უკვე შეჩვეული ვიყო. ღია კარს ვუყურებ. იქ არავინაა.

- ვის ელაპარაკებოდი?

- არავის. რამე გჭირდება?

- ვის ელაპარაკებოდი, რეზი? - ტკივილი საშინლად მაწუხებს და თვალებიდან ცრემლები მცვივა. სასწრაფოდ სახეზე თითებს ვისვამ მათ მოსაშორებლად.

- გტკივა? - მიახლოვდება. მე თავს ვუქნევ. - ვერ გაუძლებ?

- ვერა.

- კარგი, ექიმს დავუძახებ.

რეზი გადის და ორ წუთში ექიმთან ერთად ბრუნდება. ჭაღარა შუა ხნის კაციც იგივეს მეკითხება და ცოტა ხანში გამაყუჩებელს მიკეთებს.

- დამშვიდდი? - მეკითხება, როცა მარტონი ვრჩებით.

- აქ რას აკეთებ?

- მობილური მოგიტანე და ცოტა შევყოვნდი.

- მომეცი. - ხელს ვუწვდენ.

- მე არ მაქვს, შენს მშობლებს მივეცი. - საწოლის ბოლოსთან მდგარ სკამზე ჯდება.

აჰაა, ისინიც უნახავს! რამდენიმე წამით სიჩუმეა. რატომ არ მეუბნება, რომ აქ ეკა იყო?

- ჩემ ნაცვლად შეჯიბრზე ვინ წავა? - ვეკითხები.

- ანა, მესამე ხარისხის დამწვრობა გაქვს და შენ რაზე ფიქრობ? - მობეზრებით ატრიალებს თვალებს.

- ჩემთვის ახლა ეგ უფრო მნიშვნელოვანია.

- სავარაუდოდ ეკა. - ოხრავს და ორი წამით მზერას მარიდებს.

- არ გაბედო!

- რა თქვი? - შუბლს ჰკრავს.

- ეკა შეჯიბრზე არ წავა. - კბილებში ვცრი.

ვანილის კოცნა | ✓Where stories live. Discover now