თავი 9-I

5.2K 292 50
                                    

ლიზი საშინლად გამოიყურება. ვირუსი გართულებია და კოლეჯში შუალედურების გამოა მოსული. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა რეაქცია ექნება, როცა თავისი გაფუჭებული მაფინების შესახებ სიმართლეს გაიგებს. არც კი ვიცი, რამდენად სწორად ვწერ ტესტებს, რადგან გამუდმებით ეკასკენ გამირბის თვალები და გონება. მის სიმშვიდეს კიდევ უფრო გამოვყავარ წყობიდან. ერთი სული მაქვს ლექცია გამოვიდეს, რომ ჩემი ცეცხლწაკიდებული ხელის გულები მისმა თმამ ჩააცხროს. ჩემს წარმოსახვაში ძალიან მძაფრი სიუჟეტები ვითარდება და ეჭვი მაქვს, კოლეჯს წინ კარგი არაფერი ელოდება.

ერთი ამას უყურეთ! თითქოს ჩემი აზრები წაეკითხოს. ტესტი დაწერა, ჩანთა აიღო და გავიდა. კი არ გავიდა, წავიდა, რადგან ვერც დარჩენილ ლექციებზე ვხედავ.

ლიზიმ, რა თქმა უნდა, გაიგო ეს ამბავი და ისიც ჩემსავით გაცეცხლებულია. განსხვავება იმაშია, რომ ის ჩემზე მეტად გაწონასწორებულია და სასტიკად მიკრძალავს არამც თუ კიდურებით ეკასთან მოქმედებას, მასთან სიტყვის დაცდენასაც კი. ეს უარესად მაცოფებს. ჯანდაბა! ეს დაგროვებული განრისხება სადღაც ხომ უნდა გადმოვანთხიო?

რა თქმა უნდა! წავალ და მოვახსენებ შეფს, რას კადრულობს თავისი გამორჩეული სტუდენტი. მაგრამ ლიზი თითქოს ხვდება, რასაც ვგეგმავ და სიცხიან თვალებს მიბრიალებს. ყველაფერს მიკრძალავს, ეს ხომ უსამართლობაა?!

***

პარასკევ საღამოს მამას სოფელში მივყავართ. უკვე ერთი წელია აქ არ ვყოფილვართ და აქაურობა ახალი ენერგიით მავსებს. სასიამოვნოდ გრილა და თბილისისკენ აღარ მიმიწევს გული. ჰამაკი, ხილის წვენი, ჩიტების ჭიკჭიკი, ღამით ჭრიჭინების ხმაური სრულიად მიახლებს აზრებს, ფიქრებს, სურვილებს.

დღეს სათევზაოთ ვიყავით და ვახშამზე ხათოს მიერ არაჩვეულებრივად მოკაზმული თევზი მივირთვით. ახლა აივანზე ვარ. ჩემ უკან ოთახში ლელას სძინავს. თერთმეტი საათი სრულდება. მე მზის ჩასვლას ვუყურე, შემდეგ ვივახშმე და ახლა აქ ვარ. რბილ სავარძელში პლედმოსხმული ვზივარ და უზარმაზარი ფინჯნით ლიმონიან ჩაის მივირთმევ. ცა ბჭყ,ვრიალა ვარსკვლავებითაა მოჭედილი. ხან ისე უცნაურად ციმციმებენ, რომ მგონია ჩაი მე კი არ მათბობს, მათ ადნობს. ახლა ამ ყველაფერს იდეალურს გახდიდა ამირანის წაკითხული ერთი ტკბილი ლექსი. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ჩემი „სასტავთან" მეგობრობა. იქნებ ერთ დღეს ისინიც დავპატიჟო აქ.

ვანილის კოცნა | ✓Where stories live. Discover now