რაიმე რომანტიულის მოსმენა მინდა და ის-ისაა ყურსასმენებს ვიღებ, რომ მობილური ნათდება. ვიღაც რეკავს. უცხო ნომერია. საინტერესოა, ამ დროს ვინ უნდა იყოს?

- გისმენთ. - ვპასუხობ.

- ყურადღებით? - მესმის ხმა.

- უკაცრავად?! - ვეკითხები, მაგრამ მაშინვე ვხვდები, ვინცაა. - შეფ?!

- დიახ, სტუდენტო.

გაოგნებულს პირი ღია მრჩება. ის! მე! მობილურზე! მირეკავს!

- ჩემი ნომერი ვინ მოგცა?

- აჯობებდა გეკითხა, რატომ გირეკავდი. ამაზე უფრო ვრცელ და საინტერესო პასუხს გაგცემდი. - ღიმილიანი ტონი აქვს და თვალწინ მიდგება მისი ამჟამინდელი გამომეტყველება.

- გამაკვირვე. - ჯერ კიდევ დაბნეული ვარ. კარს ვხურავ, რომ ჩემმა ლაპარაკმა ლელა არ გააღვიძოს.

- ხო, მეც მიკვირს.

- რა?

- რომ გირეკავ.

მეღიმება და სასიამოვნოდ მბურძგლის.

- და რატომ რეკავ?

- ერთი წინადადება მაქვს. არ გინდა შაბათობით დამატებით პრაქტიკებზე იარო ჩემთან?

- და ასეთი რამ არსებობს?

- იარსებებს, თუ მოვინდომეთ.

- აა, ანუ ამ პრაქტიკებზე მხოლოდ მე და შენ ვიქნებით. - მეცინება.

- დიახ, ჭკვიანო.

- დავფიქრდები. - ვამბობ. რამდენიმე წამით ჩუმად ვართ. არც კი ვიცი, რა ვთქვა. - ახლა მითხარი, რატომ დამირეკე?

- უკვე გითხარი.

- არა, მე სიმართლე მაინტერესებს.

- ნუ ჩამაცივდი. - მაშინვე სიმკაცრე ერევა ხმაში.

- მოდი, მე გულახდილი ვიქნები. შენგან ეს საქციელი უცნაურად და წარმოუდგენლად მეჩვენება. სწორედ ამიტომ მაინტერესებს, რატომ რეკავ.

- თუ არ შეწყვეტ ამის კეთებას, გავთიშავ.

- კარგი, გათიშე. - ვეუბნები.
ზარი წყდება. მართლა გათიშა. იდიოტი!

ვანილის კოცნა | ✓Where stories live. Discover now