✧

653 63 35
                                        

თენდება.
სქელ მოსაცმელს ვიჭერ სხეულზე და გარეთ გავდივარ. შემოდგომის დილაა , ლამაზი და ამავდროულად შემაძრწუნებელი .თითქოს სავსე , თუმცა სიცარიელით მოცული .

    გარეთ ქაოსია . სიჩუმით გამოწვეული ქაოსი . შეშინებული ვხვევ საკუთარ თავს ხელებს და ნაცნობი ადგილისკენ მივიწევ .
   შავ ტბას ვუახლოვდები და მის ნაპირას მდებარე ხის მორზე ვჯდები.
ჯერ შორს , უსასრულობაში ვიკარგები , შემდეგ კი ტბის სიღრმეს ვადევნებ თვალს . ვცდილობ ფსკერი დავინახო თუმცა სიშავის მეტს ვერაფერს ვამჩნევ.
ვზივარ , და ნაცნობ ხმას ველოდები ,
რომელიც არც აყოვნებს დიდხანს.

-მოხვედი?

-როგორც ხედავ , კი.

-მომენატრე.

-როდის გნახავ?

-ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩემი ნახვა.

-შენც კარგად იცი , რომ ეს სისულელეა.

-სისულელე?

-მოვდივარ , გესაუბრები თანაც ისე , რომ ვერ გხედავ. გემუდარები , რომ დამენახო , საპასუხოდ კი ისევ არაფერს ვიღებ. მე ვერ გნახავ . მე არ შემიძლია შენი ნახვა.

-მე კი არ შემიძლია შენთან მოსვლა.

- განა აქ არ ხარ ახლა?

-მე დიდიხანია დავტოვე აქაურობა.

-შენ ხომ მელაპარაკები , ჯონგუკ!

-დარწმუნებული ხარ ,რომ მე ვარ?

-რათქმაუნდა! შენ აქ ხარ! აქ ხარ და ახლა მელაპარაკები!

-მე მკვდარი ვარ . მე აღარაფერი ვარ , გარდა შენი წარმოსახვის ნაწილისა. უნდა შეეგუო ამას.

-ჯონგუკ , შენი ნახვა მინდა , გთხოვ , გეხვეწები ..-უძლურად ამოვიკვნესე და უმისამართოდ დავიწყე თვალების ცეცება , იქნებ თვალი მომეკრა შენთვის , თუმცა მხოლოდ სიჩუმე მივიღე პასუხად.

welcome home.                                                            •J.Jk•Stories to obsess over. Discover now