2/2

5K 211 20
                                    


— შ/ს — შორიდან შენი მეგობრის ხმა გაიგე და იუნგის წამებში მოშორდი.

— აქ ვარ... — თმა გაისწორე და ეცადე თავი მოგეწესრიგებინა, რომ არ დაგტყობოდა, რომ რამდენიმე წამის წინ ძმის პირში ატრიალებდი ენას.

— ოჰ, იუნგი. — შენი მეგობარი იღიმის იუნგის დანახვაზე და თქვენსკენ მოდის, ცდილობს არ შეიმჩნიოს რომ დალეულია. იუნგის შეყვარებული რომ არა ზუსტად იცი, რომ მას დიდი სიამოვნებით გაუგორდებოდა საწოლში, თუმცა რაზეა საუბარი... ამას შენც გააკეთებდი დიდი ხნის წინ, შენი ოჯახის წევრი რომ არ ყოფილიყო, თუმცა ამაზე ფიქრი უკვე გვიანია, ის გააკეთეთ, რაც არ უნდა გექნათ.

— შ/ს უნდა წავიყვანო სახლში, სხვა დროს ისაუბრებთ. — იუნგი სწრაფად ამბობს და მანქანაში გსვამს. გაურკვეველი მზერით შეხედე ძმას, რომელმაც შენს გვერდით საჭესთან დაიკავა ადგილი, მანქანა დაძრა და სწრაფად მოწყდა ადგილს.

ხმის ამოღებას ვერ ბედავ, ტუჩს იკვნეტ და იუნგის მკაცრ მზერას აშტერდები, რომელიც საჭეს ხელებს უჭერს. რომ თქვა - ვნანობ რაც გავაკეთეო, ალბათ საკუთარ თავს მოატყუებ პირველ რიგში, რადგან ამაზე დიდი ხანია ოცნებობ.

— ეს რა იყო? — ჩუმად ამბობ და წინ გზას უყურებ.

— ისე ნუ იქცევი, თითქოს შენ თვითონ არ ამყევი კოცნაში. — იუნგის ყბა ეჭიმება სიბრაზისგან, პირველ რიგში საკუთარ თავზე ბრაზობდა, რადგან თავი ვერ მოთოკა და გაკოცა, ახლა კი შენ იწყებ ამაზე საუბარს ისე, თითქოს თმაში არ უცურებდი ხელს და კოცნას არ აღრმავებდი რამდენიმე წუთის წინ.

— ამაზე არ ვამბობ, — მის სიტყვებზე წითლდები. — მას არც კი მიესალმე... — შენს მეგობარს იხსენებ და ახვედრებ რომ კოცნასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ გაქვს.

— ვხედავ მას როგორც უყურებ. — ცოტაოდენი ღიმილით ამბობს, შენ კი წარბებს ზიდავ და მისკენ იხედები.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 11, 2018 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Brother. (SG)Where stories live. Discover now