ბუნდოვნად ესმის სასწრაფოს სირენა და ყვირილის ხმები, რეალობას უბრუნდება..

ბუნდოვნად ხედავს მოაჯირსა და მანქანას შორის მოყოლებულ ჯონგუკის უკვე დასუსტებულ სხეულს. რეალობას უბრუნდება...

ნელ-ნელა ჯონგუკზე შემოხვეულ ფეხებში მწარე ტკივილის გრძნობაც ჩნდება. რეალობას უბრუნდება...

მწარე, მწარე რეალობას.

"არა.." აკანკალებული და ჯონგუკის კოცნისგან სისხლით მოსვრილი ბაგეებიდან სუსტად ამოთქვამს. "არა!" სახე ტკივილად ემანჭება, მისი თვალებიდან ღაპა-ღუპით იწყებენ ცრემლები ღვრას "არა! გთხოვ! არა!" ხმამაღლა ყვირის და მთელი ძალით ცდილობს გაინძრეს. ფეხებში არსებული ჯოჯოხეთური ტკივილი მთელს სხეულს უსუსტებს, მაგრამ ახლა ამაზე საერთოდ ვერ ფიქრობს, ანდა როგორ უნდა იფიქროს, როცა ჯონგუკი მის გულ-მკერდზე აკრული იცლება სისხლისგან.

ბიჭი ხმამაღლა მოთქვამს და შეყვარებულის შენჯღრევას ცდილობს, მხრებში მაგრად ეჭიდება და მის სხეულს წინ და უკან ექაჩება.

"გაიღვიძე! გუკ გაიღვიძე! ჩვენ უნდა დავქორწინდეთ! ისევ უნდა ვნახოთ ოკეანე! მერე ჯიმინის და იუნგის მეჯვარეები ვიყოთ! გთხოვ გუკ!" ხმამაღალ ყვირილზე და მოთქმაზე გარშემო შეკრებილი ადამიანებიც ცრემლებად იცლებიან, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ.

ანდა რა უნდა გააკეთონ? ბედისწერას ხომ ვერავინ შეცვლის..

თეჰიონი ბუნდოვნად ხედავს როგორ ექაჩებიან უკან მანქანას, როგორ კიდებენ ჯონგუკსა და მას ხელს, რომ ადგილიდან დაძრან. თეჰიონი ერთი წამითაც არ უშვებს ჯონგუკს ხელს, ბიჭი კვლავ გულ-მკერდზე ჰყავს აკრული და აკანკალებული თითებით ნაზად ეფერება.

"ჩემი გუკი.. ჩემი ბაჭია.."

გრძნობს, რომ გონებას კარგავს, მაგრამ მაინც არ აძლევს ექიმებს უფლებას, რომ ჯონგუკი მისი სხეულიდან შორს წაიყვანონ. არა, არავის მისცემს იმის უფლებას, რომ გუკი წაართვან, ვერავინ დააშორებს მათ, სრულიად ვერავინ.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now