"თეჰიონ! ფეხი გამოადგი, თორემ ჯინი ნამდვილად ცოცხლად შეგვჭამს""ახლა კაციჭამიაც გახადე?" ჩაიცინა და კიბეებზე სწრაფად ჩამოირბინა.
ჯონგუკმა პატარა ღიმილით აათვალიერა ბიჭი და გული ბედნიერებისგან შეუტოკდა. წითელი, საკმაოდ დიდი სვიტერი ეცვა თეთრ პერანგზე, ზემოდან გრძელი და ისევ და ისევ ათი ზომით დიდი შავი ქურთუკი ჩამოჰკიდებოდა მის გამოყვანილ სხეულს, თავზე კი შავი, მოხდენილი ბერეტი ჩამოფხატოდა.
"რა?" ეშმაკური ღიმილით ამოთქვა ბიჭმა და უმცროსს ნელა მიუახლოვდა.
"იცი რაც" ჩაიცინა გუკმა "საოცრად ლამაზი ხარ თეჰიონ, სუნთქვისშემკვრელი" უფროსმა ხელები ნაზად შემოაჭდო კისერზე და სახეც საკმაოდ ახლოს მიუტანა სახესთან.
"მართლა? ასეა?" ამოიჩურჩულა, მისი სუნთქვა სამოთხის სიოსავით ეცემოდა ჯონგუკის დაჰიპნოზებულ სახეს და სრულიად გარკავდა მხატვრის პერსონაში.
"ჰო.. საოცარი ხარ" ამოიოხრა და ხელები ნელა შემოხვია წელზე. "მოიცადე.. " თავი გააქნია და ეშმაკურად მომღიმარ ბიჭს წარბაწევით დააკვირდა "ჯანდაბა თეჰიონ! გითხარი რომ გვაგვიანდებოდა! რატომ მაჰიპნოზებ!" წუწუნით ამოთქვა და სახე ბიჭის კისერში ჩამალა, რომელიც პატარა სიცილებად დაიცალა.
"მაპატიე, უბრალოდ საშინლად მომწონს ის თუ როგორ ვმოქმედებ შენზე. შეგვიძლია წავიდეთ" ტკბილი ხმით ამოთქვა და ჯონგუკი კარისკენ გაათრია.
ფოტოგრაფმა საწყალი სახით შეხედა სახლის წინ გაჩერებულ თავის ახალთახალ მერსედესს და მხატვარს ავტობუსის გაჩერებისკენ ბუზღუნით გაჰყვა.
"უკვე ხვდები, რომ აზრი აღარ აქვს წუწუნს არა?" ჩაიცინა მხატვარმა.
"რა თქმა უნდა! წინა ჯერზე როდესაც მანქანით მგზავრობა გთხოვე ჭიქა პირდაპირ თავში მესროლე! თანაც ცხელი შოკოლადით სავსე ჭიქა!" ამოიგრგვინა და თვალების ტრიალით შემოჰხვია ხელი უფროსის წელს.
ESTÁS LEYENDO
Free like ocean (taekook)
Fanfic"ფოტოგრაფმა სწრაფად მოათვალიერა გარემო იმ იმედით, რომ უცნობ, საზიზღარ მხატვარს კვლავ დაინახავდა და ასეც მოხდა. ბიჭი ჯონგუკისგან მოშორებით, იმავე ადგილას იყო ჩამომჯდარი, ისევ ტილოთი და ფუნჯებით ხელში. თითქოს არაფერი შეცვლილა გუშინდელიდან, მხოლოდ მისი...