"ბო-ბოლოჯერაც ამ ბეტო-ნის მო-მოაჯირზე შემომჯდ-არს გხედავ" ბიჭი უკვე ხროხინებს, ყელიდან სიტყვები აღარ ამოსდის, მაგრამ მაინც ცდილობს, არ ნებდება "ისევ ანათებ, დედა-მიწას ანა-ანათებ" უმცროსს უკვე ხველა უტყდება და სისხლი უფრო ძლიერ იწყებს დინებას, მეწამულ ფერს ახლა მარილიანი, ყველა ვერ ნათქვამი სიტყვების მატარებელი ცრემლები უერთდება. "მიყვარხარ თეჰიონ" სუსტად ოხრავს და პატარა, მაგრამ ყველა ემოციით დატვირთულ, ტკივილით გაჟღენთილ ღიმილს იკრავს სახეზე, მერე კი წინ იწევა და სისხლიან ბაგეებს ბიჭის ერთმანეთისგან დაშორებულ ტუჩებს აწებებს. თეჰიონი მისი შეხებისას ოდნავ მშვიდდება, მისი გონება კვლავ ვერ ახერხებს ყველაფრის გადამუშავებას, ბიჭს ისევ ჰგონია, რომ რაღაცეები ეჩვენება. ჯონგუკის ტუჩებს სუსტად აწვება, როცა გრძნობს უმცროსს როგორ უცურდება თავი და თეჰიონის გულ-მკერდზე ესვენება. ზუსტად იმ ადგილას, სადაც მხატვრის გული უკვე გაგიჟებით, მოუსვენრად და მტკივნეულად ცემს. თეჰიონს პანიკა იპყრობს, ჯერ კიდევ დაკარგულია, ჯერ კიდევ არაა საღ გონებაზე, მაგრამ გრძნობს.

გრძნობს თითქოს ნაწილი ჩამოაჭრეს, სულის ნაწილი მოახიეს, გული შუაზე გაუხლიჩეს, გაანახევრეს, არარაობად აქციეს. გრძნობს, სტკივა, მაგრამ ვერ ხვდება, ვერ აანალიზებს რა მოხდა. აკანკალებულ თითებს ჯონგუკის თმაში ხლართავს და ნელა ეფერება ბიჭის რბილ თმას, სახეზე პატარა ღიმილი ეკრობა,თითქმის უჩინარი, მაგრამ მაინც. ნელა დაასრიალებს თითებს თავის ერთადერთი სიყავრულის, საქმროს თმებსა და კისერზე.

"გუკ.. გუკ? " ჩურჩულებს და ცდილობს ბიჭი თმით ნაზად გამოსწიოს უკან, მაგრამ ფოტოგრაფის თავი მთელი სიმძიმით მიყრდნობია მის გულ-მკერდს, სადაც თეჰიონი უკვე კარგად გრძნობს სისველეს, და სითხეს რომელიც მთელს მაისურს უსველებს.

მხატვარს თვალები ცრემლით ევსება, ხვდება, რომ რეალობაში ბრუნდება, მაგრამ ეს სულაც არ უნდა. ახლა, როცა ჯონგუკი მასზეა მიხუტებული, ქერას კარგად შეუძლია გაარჩიოს დამსხვრეული მანქანა, რომელიც თითქოს ჯონგუკზეა მოყუდებული. მანქანაში დასისხლიანებულ ადამიანსაც ხედავს, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ნაკლებად აინტერესებს, რადგან ეს ხდება, თეჰიონი რეალობის გაანალიზებას იწყებს.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now