ბიჭები მალევე ხედავენ მოჯღანულ ჰობისა და ნამჯუნს და ხმამაღლა იცინიან.

"რა არის სასაცილო? თქვენი ბრალია ყველანი ასეთ დღეში რომ ვართ?" ბურდღუნით ამბობს ნამჯუნი და ხელს ჯიმინსა და იუნგისკენ იშვერს.

უმცროსი იუნგის კალთაში გვერდულად ზის და წყვილი ერთმანეთს კოცნებს უტოვებს აქა-იქ.

"აცადე, ცხოვრებით ტკბებიან" ღიმილით ამოთქვამს თე

"მეც ვტკბებოდი ცხოვრებით სანამ თვალები დამიავადმყოფეს ყოველ დღე ჩემს წინ.. ამმ.. ამით!" ხელს წყვილისკენ იშვერს ჰობი და ყველას ხმამაღლა ეცინება.

თეჰიონი დივანზე ენარცხება და ხმამაღლა ოხრავს, ჯონგუკიც გვერდით უჯდება და პატარაზე უღიმის.

"ისევ იმაზე ნერვიულობ?"

"ხომ იცი ჩემთვის რა ძვირფასი იყო. ჩვენთვის რა ძვირფასი იყო" სევდიანად ამოთქვამს და უმცროსი ნელა აწებებს ტუჩებს ბიჭისას.

"ნახე ახლა ამათ დაიწყეს! ერთი არ გვეყოფოდა! აქ რა ერთმანეთის საკოცნელად ვიკრიბებით? ჯუნ მოდი!" იძახის ჯინი გაბრაზებით, მერე კი აწითლებულ ნამჯუნის დანახვაზე სიცილი უტყდება.

დრო თითქოს სინათლის სიჩქარით მოძრაობს, ნუთუ ამდენი ხანი გავიდა? ორმა წელმა გაიქროლა მას შემდეგ, რაც ყველას ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, რაც იპოვეს ოჯახი, აისრულეს ყველა ოცნება, გადალახეს ბარიერები, დაძლიეს შიშები და შეიყვარეს სიცოცხლე.. ყველაფერი წყნარი, ჰარმონიული მელოდიასავით იყო, მათი ისტორია ლამაზ ფილმის სიუჟეტს დაემსგავსა. დივნის კუთხეში ერთმანეთზე მიხუტებული, ერთმანეთის მკლავებში მიყუჟული თეჰიონი და ჯონგუკი მოკრიალე თვალებით შეჰყურებდნენ მათთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს. წყვილს შიგა და შიგ ბედნიერად ეცინებოდა უფროსების სულელურ ქცევებზე.  იუნგიზე შემხტარი ჰოსოკი მხიარულად გაჰყვიროდა, ჯიმინი კი წუწუნით ურტყამდა ბიჭის თავს და აფრთხილებდა მოახლოვებულ სიკვდილზე, რომელიც იუნგის სახით მოაკითხავდა. ჯინი ვისკის ჭიქით ხელში უხსნიდა ნამჯუნს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ხუმრობები რომლებსაც ის ყოველთვის ყვებოდა და რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ასეთ იუმორს საზოგადოებისთვის. ნამჯუნი ღიმილით უქნევდა თავს უფროსს და თან ხელით ცდილობდა აცხარებული ბიჭის დაწყნარებას.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now