"მჰმ.. ახლაც კი მიკვირს ეგ რომ გავაკეთე" თავის ქნევით ამოთქვა თეჰიონმა და გუკმა თანმხმობის ნიშნად რაღაც ბგერები ამოუშვა "როგორ გავიმეტე ჩემი საყვარელი ცხელი შოკოლადი დასაღვრელად?" გუკს აგიჟებდა ის ფაქტი, რომ თეჰიონი ამას სერიოზულად ამბობდა და მის ხმაში მართლაც იგრძნობოდა გაკვირვება და სინანული.

"ჰო! რა თქმა უდნა, შოკოლადი! საწყალი შოკოლადი! სხვას რას ველოდი. "

თეჰიონი წარბებაწეული შემოტრიალდა ბიჭისკენ, მერე კი ტკბილად გაიღიმა და პატარა კოცნა მიაწება ტუჩებზე.

"მიყვარხარ" ჩაიჩურჩულა და იმის მიუხედავად, რომ ჯონგუკი ძალიან ცდილობდა ამასთან ბრძოლას, მაინც აეკრო სახეზე ღიმილი და მაინც აუწითლდა ლოყები.

ჯინის სახლის კარებზე დააკაკუნეს თუ არა, უფროსი ბიჭი მაშინვე გამოძვრა, თითქოს ჩასაფრებული იყოო. ორივეს ძვლების დამტვრევამდე ჩაეხუტა და შიგნით უსიტყვოდ შეათრია.

"ჩვენი წყვილიც მოვიდა!" გამოაცხადა და ხელით დივნისკენ ანიშნა, სადაც ყველა დანარჩენი იყო გამწესებული.

გადახვევის და მოკითხვის შემდეგ, ყველა ღიმილით ჩამოჯდა და მომლოდინე სახით მიაშტერდა წყვილს.

"აბა? როგორი იყო? მოგეწონათ?"

ჰობის კითხვაზე თეჰიონს უეცრად თვალები უფართოვდება და ადგილზე შრება. რამდენიმე წამში ნელა იწევა გუკის ყურთან, თან ისე, რომ დანარჩენებს თვალს არ აშორებს .

"გუკ, არ თქვა რომ იმ ღამ რაც მოხდა წინასწარ დაგეგმე, თან ამათთან ერთად" უმცროსი ნელა შემოტრიალდა და როდესაც თეჰიონის გადიდებული თვალები და აწითლებული ლოყები დაინახა, სიცილი აუტყდა.

"პატარავ, მაგაზე არ გეკითხებიან. ჩვენი მოგზაურობა როგორ მოგეწონა ეს აინტერესებთ"სიცილს ამოაყოლა და სახე თეჰიონის კისერში ჩამალა.

თეჰიონმა ღრმა ოხვრა ამოუშვა, თითქოს მთელი ეს დრო სუნთქვას იკავებდაო, რაზეც კისერში ვიბრაციები იგრძნო უმცროსის ხითხითისგან.

Free like ocean (taekook)Όπου ζουν οι ιστορίες. Ανακάλυψε τώρα