"შენზე დიდი ვარ"

"მხოლოდ ასაკით, მთავარი გონებაა" თვალს უკრავს და სიცილით აგდებს ქერას საწოლზე.

***

"აქაურობა ძალიან ლამაზია" ჩურჩულებს თეჰიონი და თავს გუკის მხარს აყრდნობს.

მოწესრიგების შემდეგ, გადაწყვიტეს წასვლამდე კიდევ ერთხელ დამტკბარიყვნენ ხედით. ცოტა ხნით ისევ კლდის ნაპირას იდგნენ, მერე კი მის გვერდით ჩამავალ ბილიკს გაუყვნენ, იმ ბილიკს, რომელიც ცოტათი ოკეანეშიც კი შედიოდა. თეჰიონი გაბრწყინებული თვალებით გაჰყურებდა ცივ, ძლიერ, თავისუფალ და მრგვინავ ოკეანეს.

"ნამდვილად ბუნების საჩუქარია" ამოთქვამს გუკი და თეჰიონს ყურებამდე ეღიმება.

"მართალია, ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ოკეანისგან.. უბრალოდ ვერავინ ამჩნევს ამ წვრილმანებს" ბიჭი ღრმა ოხვრას უშვებს "ნეტავ ჩემი ფუნჯები და ტილოები აქ მქონოდა" სახეზე სევდა ეკრობა, თუმცა გუკი პატარა კოცნებით აცხრება და მოღუშვას ვეღარ ახერხებს.

"ამაზეც ვიზრუნე" თავის ბაჭიას კბილებს აჩენს და თეჰიონს კვლავ ფურგონისკენ მიუძღვება "ყველაფერი წამოვიღე, შეგიძლია დახატო, მე კი სურათებს გადავიღებ" თეჰიონი ხმამაღლა ყვირის სიხარულისგან, ბიჭს უეცარ კოცნას უტოვებს ტუჩებზე, მერე კი ხელს ჭიდებს და აღმართზე იწყებს სირბილს.

რამდენიმე წუთში ბიჭი უკვე კლდის პირზე ფუნჯებითა და ტილოებით გარშემორტყმული ზის და სერიოზული სახით მუშაობს ნახატზე.

ჯონგუკს საშინლად უყვარს მისი ხატვის პროცესში ყურება. ის ისეთი კონცენტრირებულია.. წარბები შეკრული, თვალები ფოკუსირებული და მბრწყინავი ვარსკვლავებით სავსე. მსხვილი ტუჩები ერთ ხაზად შეკრული, ხანდახან ენასაც გამოყოფს ხოლმე გვერდულად და ნელა აკეთებს ხაზებს ტილოზე, ხანდახან კი ფაფუკ ტუჩებს ისველებს და კბილებით ეჭიდება. ჯონგუკი დატყვევებული შეჰყურებს და ფოტოებსაც ოკეანის მაგიერ თეჰიონს უღებს. რა თქმა უნდა ფონზე ოკეანეც მოსჩანს.. მეტი არც სჭირდება..

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now