"მისი რა ხართ?" დაეჭვებით კითხულობს ექიმი

"მისი შეყვარებული" სწრაფად, დარწმუნებით პასუხობს და ოთახში მყოფებს თვალები უფართოვდებათ.

"კარგი.. წამომყევით" ჯონგუკიც მშვიდად იქნევს თავს და მას შემდეგ, რაც ჯინს თეჰიონს  აბარებს, ექიმს მიჰყვება.

კაბინეტში შედიან თუ არა, ორივე სკამზე ჯდება, ექიმი საბუთებში იწყებს ქექვას, მერე კი ღრმა ამოსუნთქვით უბრუნდება ჯონგუკს.

"ალბათ უკვე იცით, მაგრამ მას ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს." ამოთქვამს ქალი და ბიჭს ძარღვებში სისხლი ეყინება "ოპერაციის გაკეთება ზედმეტად საშიშია, გადარჩენის შანსები თითქმის არ არსებობს. თეჰიონს არასდროს აინტერესებდა თავის დაავადება და ხელგაშლილი ელოდებოდა სიკვდილს. მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირაა.. სრულიად შეიცვალა. სიცოცხლე მოუნდა.. კვლავ გადარჩენის სურვილმა გაიღვიძა მასში, მემუდარებოდა, რომ მისი ხსნის გზა მეპოვა" სევდიანად იღიმის ქალი და გუკი გრძნობს როგორ აწვება ყელთან რაღაც, როგორ უწყდება სუნთქვა, როგორ ეჩხვლიტება გული "მისთვის ეს დიდი ნაბიჯია. ის უკვე ოთხი წელია რაც ჩემთან დადის და.. არასდროს მინახავს ასე სდომებოდეს გადარჩენა.. თეჰიონი შვილივით შემიყვარდა და არ მინდა რამე მოუვიდეს, სამწუხაროდ, მისი გადარჩენის გზა არ არსებობს"

გუკს სისხლი ეყინება და თვალებზე ცრემლები აწვება. როგორ? მის ერთადერთ ნათელ წერტილს კარგავს? ამას ვერ დაუშვებს..

"ნუ-ნუთუ არანაირი გზა არ არსებობს?"

"შენ" ღიმილით ამოთქვამს ქალი და ჯონგუკი სრულიად იბნევა.

"მე?"

ქალი ღიმილით უქნევს თავს.
"შენ. მანამდე არასდროს მინახავხარ და არც თეჰიონს მოუყოლია შენზე, მხოლიდ სამი კვირის წინ გახსენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლახანს გაიცანი" გუკი ქალს დაბნეულად უქნევს თავს "თეჰიონი ძლიერი ბიჭია, ამავდროულად ძალიან სუსტი. ვფიქრობ, შენ ხარ მიზეზი იმისა, რომ სიცოცხლე მოუნდა. ალბათ გეცოდინება, რომ ბიჭი უკვე ხუთი წელია ამ დაავადებით ცხოვრობს, თუმცა ყოველ დღე უფრო და უფრო უკან მიდიოდა. მას უბრალოდ იმედი სჭირდება ჯონგუკ.. იმედი და მიზეზი, რომ სიცოცხლისთვის იბრძოლოს, რომ არ დანებდეს. ადამიანი სჭირდება, ვინც გაამაგრებს. თუმცა მინდა სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, კარგად დაფიქრდე, რადგან ეს დღეს იქნება, თუ წლების მერე, თეჰიონის ბედი არ შეიცვლება" ქალის სევდიანი ღიმილი და მისი სიტყვები ჯონგუკს გულს უჩეხს, თუმცა მაინც იღიმის.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now