"გუკ, ჯობს მითხრა, რომ ამ დროის განმავლობაში თეჰიონს უყურებდი და არა ჯიმინს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგიძლია თავად შეუშვირო სახე ჩემს მუშტს" იღრინება იუნგი და სამზარეულოს ერთ-ერთ კარადას ეყუდება.

"რა?" გაკვირვებით ამოვთქვამ

"თავს ნუ ისულელებ ბავშვო. გასაგებია, რომ ეგ ჯიმინი საყვარელი და სექსუალურია, მაგრამ თეჰიონი ნამდვილ ანგელოზად მოგევლინა. გარეგნულადაც და შინაგანადაც ანგელოზია, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაგაბედნიეროს, შენ კი პასუხად რას აძლევ?" იღრინება და მაგიდის ბოლოებს მაგრად უჭერს ხელებს.

სხეულში უცნაური გრძნობა მივლის, დახურულ კარებს მთელი ტანით ვეყუდები და პირდაპირ თვალებში ვაშტრდები.

"ჯერ ერთი, შენ არ გაქვს უფლება, რომ მას ანგელოზი დაუძახო, მხოლოდ მე! და კიდევ, ჯიმინი საერთოდ რა შუაშია?!"

"აჰ გუკ! შენი აზრით თეჰიონს აბედნიერებს ის ფაქტი, რომ იმ ბიჭზე ხარ მიწებებული? წინაზე მთელი დღე აიგნორებდი თეჰიონს და მასთან ერთად იცინოდი, რის გამოც გულნატკენი წავიდა აქედან! ახლა კი უცბად ვიგებთ, რომ ჯიმინი პაემანზე მიგყავს და ამ დროს თეჰიონიც შენს გვერდზე ზის! "

გონება მთლიანად მერევა და კედელს ვაშტერდები რათა მისი სიტყვები დავალაგო. თეს ვატკინე? ამიტომ წავიდა მაშინ? მაგრამ..

"მანამდეც იცოდა, რომ ჯიმინი პაემანზე უნდა წამეყვანა.. ისიც იქ იყო, როცა ჯიმინმა ეს მომთხოვა დაგვიანების გამოსასყიდათ" ვლუღლუღებ და ხელებს თმებში ვიცურებ

"და შენი აზრით ეს ცვლის სიტუაციას? შენი აზრით ეს ნაკლებად სტკენს მას? ნუთუ ვერ ხედავ ყოველ ჯერზე როგორ უფუჭდება ხასიათი, როცა ჯიმინთან რაღაცას აკეთებ, მაგრამ შენი გულისთვის მაინც ცდილობს გაღიმებას!"

მის სახეს უემოციოდ შევყურებ, შუგა იშვიათად ბრაზდება ასე ძალიან, უმეტესად უბრალოდ მობეზრებული, დაღლილი და შეწუხებულია, მაგრამ არასდროს გაბრაზებული.
ნუთუ მართლა ვტკენ თეს?

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now