ჯინთან მისულებს ყველანი უკვე იქ დახვდნენ.

"მმმ.. გვრიტები მოვიდნენ.." ამოილაპარაკა იუნგიმ და სახეზე ზარმაცი ღიმილი აიკრო.

"თე! გუკ!" ამოიყვირა ჯიმინმა და ორივეს მაგრად გადაეხვია.

ახალმოსულები დივანზე ერთმანეთის გვერდი-გვერდ განთავსდნენ და ღიმილიანი სახეებით დაიწყეს დანარჩენებთან საუბარი.

"გუკ, ჩვენი პაემანი ხომ არ დაგავიწყდა?" გამომწვევად ამოილაპარაკა ჯიმინმა და ოთახში ყველას ყბა ჩამოუვარდა.

თეჰიონს ტკივილმა დაუარა მთელს სხეულში, ხელები მაგრად მოუჭირა თავის პერანგის ბოლოებს და თავი დახარა

"პაემანზე მიდიხართ?" შოკირებული ხმით ამოიყვირა ჯინმა

"რა? როდის?" დაამატა ჰოსოკმა, რაზეც ჯიმინმა მხიარულად ამოიხითხითა

"არ ვიცი! გუკმა უნდა წამიყვანოს" გაიღიმა და ბიჭს მხარზე თავი დაადო.

თეჰიონს გაქცევა უნდოდა, გაქცევა რაც შეიძლება შორს ამ ოთახიდან ან თუნდაც ამ ქუჩიდან.

იქნებ უკეთესიც იქნებოდა თუ როგორც ხუთი წლის წინ, ახლაც ჩაბარგდებოდა და სადმე სხვაგან გადავიდოდა? სეული საკმარისად დიდი იყო.

თუმცა ამჯერად საკუთარი თავის დასაცავად გადავიდოდა და არა სხვების.

ბიჭმა თავი გააქნია და საკუთარ თავზე ჩაიცინა. კარგად იცოდა, რომ ვერ წავიდოდა, უბრალოდ არ დაემორჩილებოდა სხეული.. ვერ შეძლებდა..

"ჯონგუკ, ორი წუთით სამზარეულოში გამომყევი" ცივად ამოთქვა იუნგიმ რაზეც ფოტოგრაფმა წარბები ასწია დაბნევით, თუმცა მაინც გაჰყვა უფროსს.

jungkook's poV

იუნგის ნელა მივყვებოდი სამზარეულოში, თან დრო და დრო უკან ვიხედებოდი, რათა დამენახა თეჰიონი რას აკეთებდა, თუმცა მთელი ეს დრო თავჩაღუნული იჯდა, რაც ნორმალური არ იყო მისნაირი მხიარული ადამიანისგან.. ნეტავ რა მოუვიდა?

Free like ocean (taekook)Donde viven las historias. Descúbrelo ahora