გუკსაც პატარა ღიმილი ეკრობა სახეზე და ხელს კისერზე ისვამს.

"არ ვიცი ჩიმ, ვნახოთ"

'ჩიმ'.. საყვარლობაა.

"გთხოვ გუკ!" ბიჭი თავის დიდ ტუჩებს ლეკვივით ბზეკს და თვალებს საყვარლად ახამხამებს.

ჯონგუკი სიცილით აქნევს თავს და ჯიმინს ლოყაზე ჩქმეტს.

"კარგი, კარგი. ჩემს ნომერს ჩაგაწერინებ და შეგიძლია შენს მენეჯერს მისცე, რომ დამიკავშირდეს" იღიმის თუ არა პასუხად მაგარ ჩახუტებას და კოცნას იღებს ლოყაზე, რაზეც ლოყებზე ღია ვარდისფერი ეკრობა.

იუნგი, ჯინი და ნამჯუნი ჯერ ჩახუტებულ ბიჭებს აკვირდებიან, მერე თეჰიონს და ისევ ბიჭებს.

ქერა უხერხულად იშმუშნება და კვლავ ჯონგუკის ხელში მოთავსებულ საკუთარ ხელს ნელა აცურებს უკან და გულ-მკერდზე იკრავს.

გუკი ჯიმინს სწრაფად შორდება და თეჰიონს კითხვის ნიშნიანი თვალებით შეჰყურებს, თუმცა ბიჭი უბრალოდ იღიმის და თავს აქნევს იმის ნიშნად, რომ ყველაფერი რიგზეა.

იმის მიუხედავად, რომ არაფერია რიგზე.

უმცროსიც კვლავ ჯიმინისკენ ტრიალდება და მასთან ერთად აგრძელებს სიცილს.

თეჰიონმა არ იცისრა ხდება მის თავს, მაგრამ გრძნობს..

გრძნობს ყველაფერ საშინელს და ყველაფერ მწველს.

"მჰმ.. მეძინება, ჯობს წავიდე" ამბობს ჩუმად და ფეხზე დგება თუ არა ჯონგუკიც მის გვერდზე იტუზება, რის გამოც ჯიმინს სახეზე წყენა ეკრობა და ამას თეჰიონიც მშვენივრად ხედავს.

"წაგიყვან" ამბობს ღიმილით და ხელის დაქნევის შემდეგ თეჰიონს კარებისკენ ექაჩება.

"მოიცადე" ჩურჩულებს ბიჭი, მაგრამ მისი ხმა გუკის ყურამდე არ აღწევს. "გუკ, მოიცადე!" ამჯერად უფრო ხმამაღლა იძახის და ყველას ყურადღებას იპყრობს.

თეჰიონს არ შეუძლია ეგოისტი იყოს. არ შეუძლია მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე იფიქროს და სხვები გააუბედუროს.
ასეთია ის. ასეთია კიმ თეჰიონი.

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now