რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ ისევ ჯონგუკი ალაპარაკდა

"იქნებ შენი სახელი გეთქვა? მაშინ აღარ მომიწევდა ფიქრის დროს შენი 'ქერა იდიოტ მხატვრად' მოხსენიება"

"ოჰ, ახლა ჩემზეც ფიქრობ?" ეშმაკური ღიმილი გადაეფინა სახეზე 

"ოჰ, იმედებს ნუ აიმაღლებ, მხოლოდ ცუდს" ამაყი ღიმილით უპასუხა ჯონგუკმა რასაც ორივეს ჩაცინება მოჰყვა

ქერამ ფუნჯი გვერდით გადადო და ბიჭისკენ მოტრიალდა

"კიმ თეჰიონი"

"ჰაჰ?" დაბნეულად იკითხა გუკმა

"თეჰიონი მქვია" სიცილით გააქნია თავი 

"ოჰ! ლამაზი სახელია"

"მომესმა თუ კომპლიმენტი მითხარი" ჩაიღიმა ბიჭმა

"მოგესმა. მე ჯონგუკი ვარ, ჯონ ჯონგუკი" თავი დაუკრა წინ მჯდომს და პასუხად კვლავ ხითხითი მიიღო.

"ეს იყო რაღაც... ჯეიმს ბონდური" ჩაიცინა თეჰიონმა რაზეც გუკმა თვალები აატრიალა თუმცა მაინც გაეპარა ბოლოს  პატარა ღიმილი.

"იქნებ კაფეში გაგვევლო იმის მერე რაც ნახატს დაამთავრებ, თეჰიონ?" ზრდილობიანად იკითხა და წარბები მაღლა ასწია როცა თეჰიონი სეიოზულად ჩაფიქრდა.

"კარგი, რა მნიშვნელობა აქვს" ბოლოს მხრები ღიმილით აიჩეჩა და ხატვა განაგრძო.

ჯონგუკი ყურადღებით ადევნებდა თვალს საქმეში ჩაძირულ ბიჭს და მის ტვინს ერთადერთი რამ კვეთდა წამში მილიონჯერ.

"იქნებ ასეთი 'უმაქნისიც' არ არის მხატვრობა?"

"ამას სერიოზულად კითხულობ?" წარბები მაღლა აზიდა თეჰიონმა და ბიჭს გრძელი წამწამების ქვევიდან ამოხედა.

"ოუჰ.. ეს.. ხმამაღლა ვთქვი?" დაბნეულად ამოილუღლუღა ჯონგუკმა და თეჰიონის სიცილის გაგონებისას სახე აუწითლდა

"ნამდვილად საინტერესო რამ ხარ ჯონ ჯონგუკ" ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა

Free like ocean (taekook)Where stories live. Discover now