ჩრდილი.

361 29 9
                                        


24.08.17

ოსაკა, იაპონია.

ჯი დრაგონმა, ქეიპოპის მეფედ შერაცხულმა ნარცისმა ვარსკვლავმა შუა კონცერტის დროს ფანებს საკუთარი გრძნობები აღუწერა:

-მე არ მყავს შეყვარებული, სოლო ტური მაქვს, ჩემ მეგობრებს არ სცალიათ.. გთხოვთ! ჩემთან წამოდით, გელოდებით.. - შემდეგ კი, თავისი ტელეფონის ნომერი ჩაიჩურჩულა და ისეთი დაბნეული მზერით მოავლო დარბაზს თვალი როგორც ჯიდრაგონი არასდროს იზამდა, არ იზამდა ჯიდი, თუმცა კვონ ჯიიონგი იზამდა..

გაოცებული და ამავდროულად სევდიანი ფანების ხმებმა დარბაზი წალეკა..

***

ღრმა ნაფასი დავარტყი და თმები უკან გადავიწიე. ჩემი პატარა დისშვილები ახლა ალბათ საყვარელი აიდოლის ხილვით ტკბებიან, ვინ იცის როგორ შეძრა ისინი ჯიდის 'აღიარებამ'.

სიგარეტის კვამლს დავაკვირდი და თვალწინ ფიქრების ნაგლეჯებმა გამიქროლეს..

-კვამლი.. - კარის ხმამ გამომაფხიზლა, უკანა გასასვლელიდან, სადაც წესით კონცერტის დროს არავინ უნდა იყოს, ადამიანის ფიგურა გამოჩნდა. ბიჭს პირბადე ეკეთა, თუმცა მის მიღმაც კი იოლად შევძელი ზემოთხსენებული კონცერტის წამყვანი პერსონაჟის -ჯიდრაგონის ამოცნობა.

-როგორი სენტიმენტალური ყოფილხართ - ამოვიბურდღუნე და თვითონვე გამიკვირდა ჩემს ხმაში შერეული ირონიის.

-სრულწლოვანი მაინც ხარ რომ ეწევი? -მომესმა ხმა საპასუხოდ თუმცა თავი არ ამიწევია, მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი სადღაც ახლოდან მოისმოდა.

-რაიმე პრობლემა გაქვთ?

-უბრალოდ... არ მიყვარს კვამლი - ჩაილაპარაკა და აშკარად ვიგრძენი როგორ შეჭმუხნა სახე.

-კვამლი .. კვამლი სინამდვილეში ცისარტყელაა - კიდევ ერთი ნაფასი დავარტყი, და ამ ხნის განმავლობაში პირველად გადავიტანე მზერა ჩემთან მოლაპარაკე ადამიანისკენ. პირდაპირ თვალებში ჩავხედე, ვიგრძენი რომ ისიც დაკვირვებით მისმენდა და სწორედ ამიტომ განვაგრძე - უბრალოდ, მიტოვებული, ყველასგან მივიწყებული და იმ მოკლე დროით განადგურებული, გახუნებული და გაუფერებული, რომელსაც ცხოვრება ჰქვია.

რამდენიმე წამმა სრულ სიჩუმეში განვლო, შემდეგ იგი გზისკენ დაიძრა, რამდენიმე მეტრი განვლო და ნელა შემობრუნდა.

- წამოდი. გთხოვ.- მის ხმაში წარმოუდგენელი მუდარა იგრძნობოდა, სიბნელეშიც ვარჩევდი ტკივილით სავსე თვალებს, და... უბრალოდ გავყევი. გავყევი ჩუმად, ისევე როგორც ჩრდილი. შემდეგ მივხვდი, რომ ყოველ სინათლის წყაროს სჭირდება საკუთარი ჩრდილი, საკუთარი სიბნელე რომელიც მიახვედრებს რომ მას რაღაც აკავებს დედამიწაზე, რაც საშუალებას მისცემს რომ გალაქტიკაში არ დაიკარგოს რიგითი ვარსკვლავივით.., იმასაც მივხვდი პიტერ პენს ასე რატომ სურდა საკუთარი ლანდის დაბრუნება..

მე კი ამ წამიდან ჯი დრაგონის ჩრდილი გავხდი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 21, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

shadowWhere stories live. Discover now