4 "აუჩ"

2.2K 149 29
                                    

მე ჩემს ტელეფონს დავავლე ხელი, რომელიც 100 %ზე იყო დატენილი. ნაუშნიკებსაც რათქმაუნდა, წარმოგიდგენივართ მე ნაუშნიკების გარეშე? ლეპტოპიც ჩანთაში ჩავდე, ავიღე ჩემი ბარგი და ჩავუყევი კიბებს. იქ ტახტზე დედაჩემი და მამაჩემი იჯდნენ. იქვე ახლოს კი ჩემი ძმა იდგა და წიგნს კითხულობდა.

-მოგვენატრები

წამოფრინდა ჩემი ძმაა, როგორც კი დამინახა და გადამეხვია. მთელი ძალით ჩამიკრა გულში.

-მოგენატრებით აბა რა.... 1 თვე ვერ მნახავთ, რაც არ უნდა იყოს.

-ეს აიღე

მითხრა მამაჩემმა და პირბადე მომაწოდა. თეთრი იყო და რაღაცეები ეხატა.

-და აეროპორტში, რომ მიხვალ გაიკეთე უცილებლად

ისიც ჩამეხუტა

-არ გამაცილებთ?

სამივემ თავი გააქნიეს.

-მე საავადმყოფოში მივდივარ.

მითხრა ჩემმა ძმამ და ჩამეხუტა.

-მეც- და დედაჩემიც გადამეხვია. ხოო დედაც ექიმი მყავს :D არადა მამას, რომ კითხო არავინ გვყავს ექიმი. ლამის მთელი ოჯახი ექიმები ვართ.

-შენ?

მივუბრუნდი მამას

-მე საქმეები მაქვს ძალიან ბევრი... ვერ მოიცდის, სასწრაფოა...

და ისიც ჩამეხუტა. დედა და ჩემი ძმა უკვე წავიდნენ. მამაჩემიც კაბინეტში შევიდა. დავრჩი მარტო.მანქანის დასიგნალების ხმა გავიგე.

მივხვდი ვინც იქნებოდა. მალევე კაკუნიც მომესმა. კარი გავაღე და ყურშა შემრჩა ხელში. აიღო ჩემი ბარგი და მანქანისკენ გააცუნცულა. შავი ფურგონი სადღაც გამქრალიყო და ახლა ჩემს წინ იდგა Mercedes-Benz AMG G65

მივიხედ-მოვიხედე სხვა არავინ იყო, ჩემს და ჩანიოლის გარდა

-ამ ყურშა.... სხვები სად არიან?

-იქ არიან უკვე. ჩვენ მივდივართ მარტო

მე ფერი გადამივაადა

განებივრებული პრინცესა(დასრულებულია)Where stories live. Discover now