გადავავლე თვალი აუდიტორიას. ყველა იყვნენ მგონი. დავინახე როგორ იდგა 8 ბიჭი ერთად. მიხვდით, ალბათ, ჩემს წინ ექსო იდგა, სრული შემადგენლობით, ნუ ფაქტიურად სრული შემადგენლობით. ამ დროს ჩანიოლიც შემოვიდა. შემომხედა, მეც ვუყურებდი ბოლოს მამამ დამიძახა. (რა მომენტი ჩაუშალა ბატონმა კიმმა ანასტასიას და ჩანიოლს L)

-ახლა, თვითონ გეტყვით ყველაფერს

დავიბენი, რა უნდა ვუთხრა მეთვითონნ.?????

-ამმმ.. so... გამარჯობათ მე ანასტასია ვარ, საქართველოდან. ვარ 22 წლის და მომავალი ექიმი. იმედია დავმეგობრდებით

და თავი დავუკარი.

გავიგე როგორ ჩაიცინა იმ დიდ ყურებამ. ალმაცერად შევხედე. იმას კი უცნაური ღიმილი ჰქონდა აკრული სახეზე. ყველაფერი ერთ საათში დასრულდა. ექსო გამალებით უსმენდა მაამაჩემს, მხოლოდ ჩანიოლი და დ.ო ლაპარაკობდნენ რაღაცაზე შეუჩერებლად.

-დღეისთვის სულ ეს იყო.

მამაჩემმა თავი დაუკრა ყველას და მე ჩამჩურჩულა: „ჩემს კაბინეტში"

ის სასწრაფოდ შევიდა კაბინეტში. დაჯდა და წყნარად დაიწყო

-ანასტასია, იცი როგორ არ მომწონდა შენი ექიმობის იდეა. სულ ვფიქრობდი, რა შემეძლო გამეკეთებინა, რომ ამ კომპანიასთან ცოტა მაინც გქონდა შეხება, ბოლოს და ბოლოს ეს კომპანია მომავალში შენი იქნება. ანუ შენ იქნები მისი პრეზიდენტი. შენ გიტოვებ და ამიტომ ბევრი ფიქრი მომიწია, როგორ შეიძლებოდა შენი პროფესიის გამოყენება ჩემს სასარგებლოდ. ჩვენი კომპანია სახელგანთქმულია საკუთარი დაუნდობლობით და არტისტებისადმი ცუდი მოპყრობით. ანუ ჩვენ მათ არ ვუფრთხილდებით და ბლა ბლა ბლა. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვისაა, რომ არტისტებმა არ იფიქრონ, რომ ფული და წარმატება ადვილია. ზოგჯერ ხდება ისეც, რომ არტისტები გვტოვებენ მაგრამ, მოდი ესე ვიტყვი - წარმატება, მხოლოდ ბეჯითებისთვისა. იმათვვის ვინც არ ნებდება და დაუღალავად შრომობს. ვინც შრომისმოყვარეა და მიზანდასახული. ამიტომაც „ვწურათ". სამწუხაროდ, ზოგჯერ მომღერლებს ამის გამო პრობლემები აქვთ ჯანმრთელობასთან. სცენაზე ვარდებიან. ფეხი ტყდებათ ან რამე ეგეთი. აუცილებელია სასწრაფო დახმარების გაწევა. ექსო ხვალ 1 თვით ტურში მიდის. შენ არ გინდა აქ ცხოვრება, თან გინდოდა ამ ზაფხულში რამე პრაქტიკა გაგეარა. ტურში რათქმაუდნა დახმარება დასჭირდებათ, ვგულისხმობ სამედიცინო დახმარებას. მართალია ყავთ ექიმი. მაგრამ 9 ბიჭს 1 ქალი ვერ მოუვლის, გაუჭირდება. მუდამ გვთხოვდა, რომ დამხმარე აგვეყანა. გადავწყვიტე შენ იყო მისი თანაშემწე. თან იცეკვებ ხოლმე.

განებივრებული პრინცესა(დასრულებულია)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon